ექსკლუზივი: ,,დედათა მონასტრიდან დაურეკავთ, შველა უთხოვიათ...“ - მამა ილია კარტოზიას უცნაური წინასწარმეტყველება
საზოგადოება - 14:50, 29 Oct, 2015     28517
2014 წლის 28 დეკემბერს იტალიურ ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ გაჩენილი ხანძრის დროს უბედური შემთხვევის შედეგად, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია გარდაიცვალა. ბორანი ადრიატიკის ზღვაში სამხრეთ იტალიისკენ მიემართებოდა. მამა ილია ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მიემგზავრებოდა. ცეცხლში გახვეული ბორანიდან მაშველებს მგზავრების სამაშველო ნავზე გადაჰყავდათ. მამა ილიამ თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო, საკუთარი სიცოცხლის ფასად დედა-შვილი გადაარჩინა, თავად კი სამშვიდობოს გამოსვლა ვეღარ შეძლო. არქიმანდრიტ ილია კარტოზიას 1 მაისს 28 წელი შეუსრულდებოდა.

„ნიუპოსტის“ სტუმრები მამაოს ძმა, ნიკა კარტოზია, ასევე მისი ბავშვობის მეგობრები, თათია ვეკუა და გიორგი შონია არიან.

ნიკა კარტოზია (ძმა): 28 დეკემბრის დილის 8 საათი იყო რომ დამირეკეს, პირველმა მე გავიგე. რამდენიმე საათის შემდეგ კი დედამ ტელევიზიით შეიტყო.

- რატომ გადაწყვიტა მამა ილიამ მონასტერში წასვლა? ბავშვობიდან იყო მონდომებული?

- გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ღმერთთან უნდოდა ახლოს ყოფნა. 12 წლის იყო ტაძარში რომ მივიდა და მამაოს ესაუბრა. რაღაც პერიოდი დადიოდა ტაძარში, მერე კი სტიქარიც ჩააცვეს. ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა სასულიერო სემინარიაში ესწავლა. 2004 წელს სკოლა დაამთავრა და სეტემბრის თვეში საფარის მონასტერში წავიდა სასწავლებლად. 2005 წლის აგვისტოში, სვეტიცხოვლის მონასტერში წავიდა და მას მერე იქ იყო. 2007 წლის 9 მარტს ბერად აღიკვეცა. ყველა ეტაპი გაიარა და 2010 წლის ნოემბერში, 23 წლის ასაკში იღუმენი ილია არქიმანდრიტად აკურთხეს.

- თქვენ რამდენად ხართ ეკლესიური და აღსარება თუ ჩაგიბარებიათ მამა ილიასთვის?

- ტაძარში დავდივარ, მარხვას ვიცავ, აღსარებას ვაბარებ... როგორც შემიძლია მორწმუნე ვარ, მაგრამ ისე არა როგორც მამა ილია. როცა ცოცხალი იყო ხშირად დავდიოდი მონასტერში მასთან. თვეობით ვრჩებოდი და ერთად ვიყავით, მაგრამ მისთვის აღსარება არასდროს ჩამიბარებია. ჩემი ძმა რომ იყო ალბათ ამიტომ.

- როცა მამა ილია ბარში მიდიოდა მოსალოცად, ერთ-ერთ ბავშვობის მეგობარს ხუმრობით ისიც უთხრა, რომ უკან ვეღარ დაბრუნდებოდა.

- კი, ასეთი რამ მართლა თქვა. ვეღარ დავბრუნდები, ჩამომასვენებენო. საერთოდ ხშირად ამბობდა, ამ ქვეყნიდან ახალგაზრდა წავალო. იმასაც ამბობდა მცხეთში, დავით აღმაშენებლის მამათა მონასტერში დამასაფლავეთო. იმ მონასტერში რომლის წინამძღვარიც იყო. მეც მქონდა წინათგრძნობა. წასვლამდე ორი დღით ადრე ძალიან დიდხანს ველაპარაკე, მაგრამ მაინც ვერაფერი ვუთხარი მას ჩემი უცნაური წინათგრძნობის შესახებ. თითქოს ვგრძნობდი, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა. ვერც გავაცილე, ჩემი თბილისში ჩასვლა არ მოხეხდა იმ მომენტისთვის.

- როგორც გავიგეთ, მამა ილია ჩადენილი გმირობისთვის, ნოემბრის თვეში სპეციალური ჯილდოთი ჯილდოვდება.

- მამა ილია პირველი ქართველია, რომელიც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, ზღვაში ჩადენილი გმირობისთვის განსაკუთრებული სიმამაცის ჯილდოთი დააჯილდოვებს.

გიორგი შონია (მეგობარი): მამა ილია, ბავშვობიდან გამოირჩეოდა. რომ არა საეკლესიო ცხოვრების არჩევა, მას ყველა ასპარეზზე შეეძლო წარმატების მიღწევა. ადამიანს ვერასდროს პატიობდა უსამართლობასა და ჩაგვრას. ერთხელ გვიან ღამით, დედათა მონასტერში მთვრალი კაცი შევარდნილა თოფით, რომელიც დედაოებს ლეკვის მოპარვას აბრალებდა და ემუქრებოდა. შეშინებულ დედებს მამა ილიასთვის დაურეკავთ და შველა უთხოვიათ. რა თქმა უნდა, მამაოც მაშინვე იქ გაჩნდა. მისულა გონებაარეულ მთვრალ კაცთან და უთქვამს: მართალი ხარ, დედოები გამომიტყდნენ, ბოდშს გიხდიან და ლეკვს პირადად მე მოგიყვან, ახლა კი მომეცი თოფი, ეშინიათ დედაოებსო. გამოართვა თუ არა იარაღი მთვრალ კაცს, მიუბრუნდა, მოდი ახლა და გაჩვენებ როგორ უნდა შეშინება და აწიოკებაო. კაცი მაშინვე გამოფხიზლდა და უკანმოუხედავად ცხვირ-პირის მტვრევით გავარდნილა იქიდან. მეორე დღეს ის კაცი დედაოებთან მისულა, მოუბოდიშებია და სულ იმას ფიქრობდა რით დახმარებოდა მათ.

თათია ვეკუა (მეგობარი): ერთად გავიზარდეთ. ეკლესიასთან ძალიან ახლოს ვცხოვრობდით. წინამძღვარი ჩვენი მეზობელი იყო, რომელიც ყოველთვის ცდილობდა უბნის ბავშვები ეკლესიაში წავეყვანეთ და ეკლესიურად გვეცხოვრა. ბავშვობიდან დავდიოდით წირვაზე. ალბათ მას უფრო მეტად ესმოდა მამაოს ახსნილი ქადაგებები. იმდენად სწრაფად ითვისებდა ყველაფერს, რომ მამაომ მალევე გადაწყვიტა მისთვის სტიქარი ჩაეცვა. არქიმანდრიტი და წინამძღვარი რომ გახდა, იცოდა რომ მასზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო დაკისრებული. მაქსიმალურად ცდილობდა ახალი მონასტერი, სადაც ბოლომდე მსახურობდა რაც შეიძლება მალე აეშენებინა. თითქმის ორ წელიწადში ხრიოკ მიწაზე მონასტერი ააშენა. თითქოს ელოდებოდა რაც მოხდებოდა და უნდოდა რაც შეიძლება ბევრი მოესწრო. ფიზიკურადაც შრომობდა. მეგობრებიც ეხმარებოდნენ მალე რომ დასრულებულიყო მონასტრის მშენებლობა. ტაძარი მამაოს, მისი მეგობრებისა და მრევლის შრომით და მონდომებით აშენდა. დიდი მონასტერი არ არის, მაგრამ რაც ამ ორ წელიწადში მოესწრო მცირე ფინანსებით და დიდი შრომით, მართლა წარმოუდგენელი იყო. მე მამა ილიას მრევლში ვიყავი და მისთვის აღსარებაც ხშირად ჩამიბარებია. ეს არასდროს გამჭირვებია, რადგან ბავშვობიდან, როცა რამე გვიჭირდა ან რჩევა გვჭირდებოდა, მასთან მივდიოდით და როგორც დიდ ადამიანს ეკითხებიან რჩევას, ისე ვეკითხებოდით ჩვენც. როგორც კი აკურთხეს მოძღვრად, იმ დღიდან მის მრევლში ვიყავი.

მარიკა ხიდურელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42