ტერმინი „დიეტურის“ დარღვევით გამოყენების გამო ოთხი ბიზნესოპერატორი დააჯარიმეს
საზოგადოება - 13:42, 29 Oct, 2015     1741
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, უალკოჰოლო სასმელების დოკუმენტური შემოწმება განახორციელეს. შემოწმების შედეგად გამოვლინდა ეტიკეტირების წესის დარღვევის ორი შემთხვევა (ი/მ „გიორგი ნიკოლაძე“, ი/მ „ელისო დევდარიანი“). კერძოდ, ეტიკეტზე მითითებული იყო დეფინიცია „დიეტური“ , თუმცა მეწარმეებმა ვერ წარმოადგინეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ნებართვა, რისთვისაც ისინი ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდნენ.

აგრეთვე, შემოსული შეტყობინების საფუძველზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს სპეციალისტებმა გადაამოწმეს „ნიკორას“მიერ წარმოებული მოხარშული ძეხვი „დიეტური“ და შპს ,,ელთი დისტრიბუციის'' (ლიტვური საცხობი) მიერ წარმოებული ,,გერმანული დიეტური პურის'' ეტიკეტირება. ბიზნესოპერატორებმა ასევე ვერ წარმოადგინეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნებართვა და ვერ დაადასტურეს ტერმინი ,,დიეტურის'' შესაბამისობა, რისთვისაც ისინი დაჯარიმდნენ.

ამასთან, მიმდინარეობს დიაბეტური სურსათის ეტიკეტირების მონიტორინგი, რომლის ფარგლებშიც სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონულმა სამმართველომ შეამოწმა ს/ს "ქართული ლუდის კომპანია". დოკუმენტური შემოწმების შედეგად დარღვევა არ გამოვლენილა, კომპანიამ ლიმონათის ეტიკეტზე წარწერა "დიაბეტურის" დასატანად შესაბამისი ნებართვა წარმოადგინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42