საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ისტორიული ტოპოგრაფიული რუკების ელექტრონულ არქივს ქმნის
საზოგადოება - 13:26, 29 Oct, 2015     1655
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქართული ისტორიული ტოპოგრაფიული რუკების ელექტრონული არქივის შექმნაზე მუშაობს.

არქივი 1:2000 და 1:5000 მასშტაბის მონაცემების უნიკალურ 1550 რუკას აერთიანებს, რომელთა ნაწილი მხოლოდ თითო ეგზემპლარის სახითაა შემორჩენილი. საჯარო რეესტრის ძალისხმევით, რუკები, რომლებიც გეოდეზია-კარტოგრაფიის ფონდში ქაღალდის სახით ინახებოდა, მაღალი რეზოლუციით დასკანერდა, კოორდინატთა სისტემას მოერგო და ელექტრომატარებლებზე ჩაიწერა. შეიქმნა მათი ელექტრონული კატალოგი და ძიების პარამეტრებიც, რომელთა დახმარებითაც სასურველი რუკის მოძიება ნომენკლატურის მიხედვით მარტივად მოხდება.

ისტორიული რუკების 90%-ზე მეტი უკვე ციფრულ ფორმატშია გადატანილი. აღსანიშნავია, რომ მათი ელექტრონული ვერსიები ეტაპობრივად საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.reestri,gov.geიტვირთება და ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი ხდება.

„ელექტრონული არქივის შესაქმნელად საკმაოდ შრომატევადი, დიდი მოცულობის სამუშაო შესრულდა. ეს არის უნიკალური 1953-1989 წლებში შექმნილი ისტორიული ღირებულების რუკები, რომლებზეც სახელმწიფო უწყებებიდან თუ საინჟინრო სფეროში მომუშავე ორგანიზაციებიდაც მომართვა ხშირად იყო. ციფრული არქივი ხელს შეუწყობს მათი დაცულობისა და ხელმისაწვდომობის ხარისხის გაზრდას“,-განმარტავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

ისტორიული ტოპოგრაფიული რუკების ელექტრონული ვერსიების გამოყენება სხვადასხვა მიმართულებითაა შესაძლებელი, მათ შორის, ადმინისტრაციულ საზღვრებთან მიმართებაში, კადასტრისა და თავდაცვის სფეროებში, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურულ პროექტების განსახორციელებლად.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან გეოდეზიისა და კარტოგრაფიის ფუნქცია საჯარო რეესტრს 2010 წელს გადაეცა. ამ პერიოდიდან დაიწყო ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგის განვითარებაც. საჯარო რეესტრმა კარტოგრაფიის მიმართულებით არაერთი პროექტი განახორციელა. დღეს ის სხვადასხვა ტიპის ციფრული რუკების მწარმოებელია, რომელთა საფუძველზეც მოქალაქეებსა თუ დარგის სპეციალისტებს მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42