მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ნორვეგიული პროექტის ფარგლებში ჟესტური ენის ტრენინგები დაიწყო
საზოგადოება - 10:10, 29 Oct, 2015     1349
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ ფარგლებში სმენის დარღვევების მქონე ბავშვებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისა და ჟესტური ენის თარჯიმნებისთვის ჟესტური ენის კურსების განხორციელება დაიწყო, რომელშიც 50 ადამიანი მონაწილეობს.

ტრენინგების მონაწილეები თემატურად გაეცნობიან ჟესტური ენის გამოყენების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს, ასევე დაქტილის შესწავლისათვის აუცილებელ უნარებს.

ჟესტური ენის თარჯიმნები ტრენინგის ფარგლებში გაიუმჯობესებენ ჟესტურ ენაზე თარგმნის ტექნიკას, ასევე გაივლიან თარჯიმნებისთვის განსაზღვრული წესებისა და ეთიკის საკითხებს.

კურსის მიმდინარეობის პერიოდში მასწავლებლები მიიღებენ ინფორმაციას სმენის დარღვევების მქონე მოსწავლის განვითარების თავისებურებებსა და საგანმანათლებლო საჭიროებებზე. გარდა ამისა ტრენინგის მონაწილეები გაივლიან სმენის დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის მაქსიმალურად ხელშემწყობი გარემოს შექმნის საკითხებს და მიიღებენ თეორიულ ცოდნას სწავლა-სწავლების პროცესში ჟესტური ენის გამოყენების შესახებ.

ტრენინგის გავლის შემდეგ მშობლებს ექნებათ თეორიული ცოდნა სმენის დარღვევების მქონე ბავშვის განვითარების თავისებურებების, საგანმანათლებლო საჭიროებებისა და ჟესტური ენის მნიშვნელობის შესახებ.

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგ-მოდულების მომზადება და განხორციელება უსინათლო და მცირემხედველ პირთა განათლებისა და ინკლუზიური პროფესიული განათლების მიმართულებით. ასევე სახელმძღვანელოებისა და დამატებითი საგანმანათლებლო რესურსის შექმნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42