თბილისში ცნობილი ავსტრიული ბრენდის PALMERS-ის მაღაზია იხსნება
ბიზნესი & ეკონომიკა - 09:54, 29 Oct, 2015     3481
თბილისში, მელიქიშვილის #18-ში, ქალისა და მამაკაცის თეთრეულის ცნობილი ავსტრიული ბრენდის - PALMERS-ის პირველი მაღაზია იხსნება. მაღაზიის გახსნის VIP ღონისძიებას მიწვეულ სტუმრებთან ერთად კომპანიის უცხოელი წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

ავსტრული ბრენდის პირველი მაღაზია 1914 წელს, ინსბრუკში გაიხსნა, პოპულარობა მალევე მოიპოვა და დღემდე ევროპის ბაზრის ლიდერია ქალისა და მამაკაცის თეთრეულის წარმოების განხრით.

„PALMERS-ი ევროპის ბევრ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა: გერმანია, იტალია, საბერძნეთი, ლიხტენშტეინი, სლოვენია, ჩეხეთი, ხორვატია, პოლონეთი, ბულგარეთი, უნგრეთი და სხვა. მოხარულები ვართ, რომ ამ ჩამონათვალს საქართველოც შეემატა, ვფიქრობთ ქართველი მომხმარებლისთვის ეს სასიამოვნო სიახლე იქნება.“-აცხადებენ კომპანიაში.

PALMERS-ი მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს. მისი სახეები, წლების განმავლობაში იყვნენ ცნობილი მოდელები სინდი კროუფორდი და ნაომი კემპბელი, ამერიკელი მსახიობი პამელა ანდერსონი. მიუხედავად იმისა, რომ PALMERS-ი ძვირადღირებულ ბრენდად მოიაზრება, კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბრენდი ყველა სეგმენტზეა გათვლილი, PALMERS-ს აქვს ახალგაზრდული ხაზი P2 რომელიც ღირებულების თვალსაზრისით, გაცილებით ხელმისაწვდომია.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ქართველი მომხმარებლისთვის, PALMERS-ის თბილისის მაღაზიაში კოლექცია სეზონურად განახლდება.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, მენეჯმენტში აცხადებენ, რომ მომავალ წელს თბილისში PALMERS-ის კიდევ ერთი მაღაზიის გახსნა იგეგმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42