"ურთმელიძის ხელით, სასამართლო ხელისუფლება საბოლოოდ დასამარდა"- გვარამიას საგანგებო მიმართვა
საზოგადოება - 21:20, 28 Oct, 2015     2227

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოებას სამაუწყებლო კომპანიის მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

გვარამიას განცხადებით, მოსამართლე ურთმელიძე დადგა კონსტიტუციაზე მაღლა და რუსთავი 2 საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი უფლებების და თავისუფლებების მიღმა დატოვა.

„დღეს საქართველოში სასამართლო ხელისუფლება საბოლოოდ დასამარდა ურთმელიძის ხელით. რუსთავი 2 დატოვებულ იქნა სამართლიანი სასამართლოს უფლების გარეშე, დატოვებულ იქნა კონსტიტუციის 42-მუხლით გათვალისწინებული დაცვის გარეშე. ჩვენს ადვოკატებს არ მიეცათ შესაძლებლობა არა თუ რაიმე შუამდგომლობის ადეკვატურად დაყენების, არა თუ უარი ეთქვათ ყველა შუამდგომლობაზე, რომელიც სრულიად კანონიერად იყო დაყენებული, უარი ეთქვათ ყოვლად დაუსაბუთებლად ყოველგვარი საპროცესო ნორმის და მატერიალური სამართლის ნორმის მითითების გარეშე, არამედ უარი ეთქვათ მთავარზე, მომზადებულიყვნენ, გაეაზრებინათ ყველაფერი, რაც ამ დღეების განმავლობაში არანორმალური ტემპით წარმოებულ პროცესებზე მოხდა და შეგახსენებთ, რომ 9 სამუშაო დღეში ჩატარდა ყველა სხდომა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში. არ მიეცათ საშუალება მოესმინათ და წაეკითხათ ყველა ის არგუმენტი, რომელიც იქნა სასამართლო სხდომაზე წარმოთქმული და დაყენებული, არ მიეცათ შესაძლებლობა გაეაზრებინათ ექპერტის პასუხები ძალიან კრიტიკულ თემაზე და პროცესი ჩაინიშნა ხვალ.

არც ერთი სამუშაო საათი იმისთვის, რომ ჩვენმა გუნდმა მოამზადოს პასუხები მოსამართლე ურთმელიძემ არ მოგვცა, რითიც დაგვტოვა სამართლიანი სასამართლოს გარეშე, დადგა კონსტიტუციაზე მაღლა და დაგვტოვა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი უფლებების და თავისუფლებების მიღმა,"-განაცხადა გვარამიამ და მოუწოდა მოსახლეობას ხვალ 13:00 საათიდან მობრძანდნენ რუსთავი 2-ის ოფისთან და დაიცვან სამაუწყებლო კომპანია და სიტყვის თავისუფლება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42