შშმ ქალბატონისთვის განახევრებული დახმარების თანხა და სოცაგენტის მუქარა
საზოგადოება - 15:04, 28 Oct, 2015     1985
სოციალურად დაუცველ, მარტოხელა 61 წლის ქალბატონს სოციალური დახმარების პროგრამიდან, ფულადი შემწეობის თანხა გაუნახევრეს.

დოდო ორმოცაძე, ლანჩხუთის ცენტრში ხუთსართულიანი კორპუსის მესამე სართულზე ცხოვრობს. ქალბატონს შეზღუდული შესაძლებლობების გამო, გადაადგილება უჭირს და გარეთ გამოსვლას საერთოდ ვერ ახერხებს.

ამბობს, რომ ერთადერთი შემოსავალი მისთვის პენსიაა, რომელიც საჭირო მედიკამენტების შეძენაში არ ჰყოფნის. სწორედ უსახსრობის გამო მას, არც ბუნებრივი აირი აქვს და ვერც ელექტროღუმელის გამოყენებას ვერ ახერხებს.

- ,,ოთახიდან, ოთახში ორი ჯოხით დავდივარ. წლების წინ ავარიაში მოვხვდი და მას შემდეგ ფეხებში მგრძნობელობა დამეკარგა. ამიტომ დამოუკიდებლად გადაადგილება მიჭირს. ხომ წარმოგიდგენიათ ახლა, რა მდგომარეობაში ვარ. სულ წამლებში ვარ. ამიტომ ეს სოციალური დახმარება ჩემთვის ძალიან მნივნელოვანია. ბუნებრივია, ამას მარტო პენსიით ვერ გავწვდები. გარდა ამისა, სახლში პურის ფულიც ხომ უნდა მქონდეს? გარეთ ვერ გავდივარ, რომ ვინმეს ხმა მივაწვდინო და ვუთხრა. მოვიდა სოციალური აგენტი , არ დაუთვალიერებია არაფერი. ისე შეავსო დეკლარაცია, მომაწერინა ხელი და ამის მერე მომდის სარეტინგო ქულა 64 ათასი. არ ვიცი ვის დავაბრალო. აგენტი თბილისს აბრალებს , თბილისი კიდევ აგენტს. მაცივარი მე არ მაქვს და სარეცხი მანქანა. შმწეობის თანხა რისთვის გამინახევრეს ვიცოდე მაინც“.

ქალბატონი ამბობს, რომ სოციალურ სააგენტოში განუმარტეს, რომ თუკი იჩივლებდა შეიძლებოდა ის 30 ლარიც მოეხსნათ:

..აგენტმა მითხრა, თუ იჩივლებ, შეიძლება ესეც მოგიხსნანო. არვიცი რა გავაკეთო. ისეთ ოჯახებს აქვთ დახმარებები, სამი წევრიდან ორი რომ მუშაობს და თან კიდევ 60-60 ლარს იღებენ".

საუბრის დასასრულს ამბობს, რომ ცხელ ხაზზე დარეკვას აპირებს, კომისიის მხრიდან ხელახალი გადამოწმების მოთხოვნით, თუმცა შიშობს, რომ შესაძლებელია ეს 30 ლარიც ამ ზარს შეეწიროს.

"ახალი რეგულაციის ამოქმედებისა და სარეტინგო ქულის დათვლის შეცვლილი წესების შესაბამისად, ამ ქალბატონს სოციალური დახმარება გაუნახევრდა და არ მგონია რამე შეიცვალოს. თუკი ის ხელახალ გადამოწმებას მოითხოვს, ეს მისი ნებაა" - გვითხრეს ლანჩხუთის სოციალურ სააგენტოში.

თუ რას ითვალისწინებს, სარეიტინგო ქულების დათვლის ახალი წესი, ამ კითხვით გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელს დავუკავშირდით. ვასილ ხომერიკი ამბობს, რომ ოჯახები, რომელთა გადამოწმებაც მოხდა პირველი მაისის შემდეგ, ანუ, ახალი რეგულაციების ამოქმედებიდან, შემწეობის თანხა მათ ეძლევათ მინიჭებული სარეიტინგო ქულების შესაბამისად. ხომერიკის თქმით, დოდო ორმოცაძეს, შემწეობის თანხა 30 ლარამდე იმიტომ შეუმცირდა, რომ მისი სარეიტინგო ქულა აღემატება 57 ათას ქულას. მისივე განმარტებით. თუ ბენეფიციარს მინიჭებული აქვს 10 ათას ერთიდან 30 ათას ერთამდე ქულა, მას ოჯახის თითოეულ წევრზე ენიშნება 60 ლარი, 30 ათას ერთიდან 57 ათას ერთამდე ენიშნებათ 50 ლარი, 57 ათას ერთიდან 60 ათას ერთამდე 40 ლარი და 6-ი ათას ერთიდან 65 ათას ერთამდე 30 ლარი. 100 ათას ერთ ქულამდე კი ყველა ოჯახს 16 წლამდე ბავშვისთვის, თითოეულზე დამატებით დაენიშნება თვეში 10 ლარი-გვითხრა ხომერიკმა.


თეა იოსელიანი - გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42