დიმიტრი ქუმსიშვილმა 2016 წლის „Doing Business“-ის ანგარიში შეაფასა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:38, 28 Oct, 2015     1185
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განცხადება გააკეთა მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2016 წლის „Doing Business“-ის ანგარიშის თაობაზე.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ანგარიშის მიხედვით საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა და კვლავ 24-ე ადგილზეა მსოფლიოს 189 ქვეყანას შორის. მსოფლიო ბანკმა შეცვალა მეთოდოლოგია, შემოიტანა ახალი კრიტერიუმები, რის გამოც, საქართველოს პოზიცია გახდა 24-ე.

საქართველო კვლავ გამოირჩევა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, როგორც ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უკეთესი და უფრო ეფექტიანი რეგულირების მიმართულებით. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველომ განახორციელა 2 რეფორმა, რომელმაც ბიზნესის კეთება უფრო მარტივი გახადა და არცერთი ცვლილება არ განხორციელებულა, რაც ბიზნესის კეთებას გაართულებდა.

ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს მხოლოდ 18 ქვეყანაში განხორციელდა ორი და მეტი რეფორმა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, საქართველო აღნიშნულ 18 ქვეყანას შორისაა. 2016 წლის „Doing Business“-ის შეფასებით, საქართველომ ორი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა მშენებლობის ნებართვის გაცემის და კონტრაქტების აღსრულების გამარტივების კუთხით. კერძოდ, მშენებლობის ნებართვის გაცემის მიმართულებით, შემცირდა მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დრო, რომელიც პრაქტიკაში სრულად განხორციელებულია, ასევე სასამართლოში შემოღებულ იქნა დოკუმენტების ელექტრონული წარდგენის სისტემა, რომლის შედეგად გამარტივდა კონტრაქტების აღსრულება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს კარგი პოზიცია აქვს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. მისი თქმით, საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის წამყვან ოთხეულშია და ხუთ პოზიციაშია გაუმჯობესებული კრიტერიუმი.

„რეფორმები მნიშვნელოვანია და ისინი უნდა გატარდეს. ვიმედოვნებთ, რომ წელს გატარებული და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის რეიტინგებზე,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორ მნიშვნელოვან ხარისხობრივ მაჩვენებელზე, რომელიც არ იყო გათვალისწინებული წინა წლის რეიტინგის დადგენისას. "იქედან გამომდინარე, რომ გარდა რაოდენობრივისა, მსოფლიო ბანკმა დაამატა ხარისხობრივი მაჩვენებელი. მაგალითად, მშენებლობის ნებართვის ნაწილში მათ დაამატეს მაჩვენებელი, რომელსაც ჰქვია მშენებლობის ხარისხის კონტროლი და რომელიც მოგეხსენებათ, რომ აქამდე რეიტინგებში არ იყო და მოხდა შესაბამისი გადათვლა. ასევე იმ ნაწილში, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ უძრავი ქონების ნაწილზე, დაემატა ქვეყნის კადასტრით დაფარვა, რომელიც აქამდე არ არსებობდა და ესეც არის ხარიხსხობრივი მაჩვენებელი, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ორივე მიმართულებით ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გვექნება მნიშვნელოვანი წინსვლა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, დღეისათვის ყველა ამ მიმართულებით არის დიდი პროგრესი წინა წლებთან შედარებით. კერძოდ, მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით, საქართველომ შეიმუშავა მშენებლობის კოდექსი, რომელიც უკვე მოიცავს მშენებლობის ხარისხის კონტროლის მექანიზმებს. ჩატარდა კოდექსის პროექტის საჯარო განხილვები. დღეისთვის დოკუმენტი შეთანხმებულია ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის ბიზნესთან და უახლოეს სესიაზე წარედგინება პარლამენტს განსახილველად.

რაც შეეხება კადასტრით დაფარვასა და მიწების აღრიცხვა-რეგისტრაციის საკითხს, როგორც მინისტრმა განაცხადა, წინა წლებში არ იყო აღრიცხული და დარეგისტრირებული იმ რაოდენობის მიწის ნაკვეთები, რაც დღეს არის და შესაბამისად, კადასტრით დაფარვა იყო ნაკლები.

უკვე შემუშავებულია კანონპროექტი, რომელშიც განსაზღვრულია მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები თანამედროვე მოთხოვნების და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. გარდა ამისა, დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროცესი, რომლის ფარგლებში უკვე იდენტიფიცირებულია: თბილისის მასშტაბით 700 ჰა მიწის ფართობი, ხოლო რეგიონების მასშტაბით - 131 ათას ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და 450 ჰა-მდე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ეს პროცესი გრძელდება და დასრულდება 2016 წლის ბოლოსთვის. სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის მიზნით საქართველოს მასშტაბით 32 მობილური ჯგუფი მუშაობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმამოუწოდა საქართველოს მოსახლეობას, მეტად გააქტიურდნენ მიწის რეგისტრაციის მიმართულებით და დაირეგისტრირონ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42