"ფინკა ბანკი" საქართველო პერსონალურ საბანკო მომსახურებას ნერგავს
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:35, 28 Oct, 2015     1052

დღეს, ფინკა ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურების პირველი სერვის ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა, მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ.52. პერსონალური საბანკო მომსახურების სერვის ცენტრი მომხმარებლებს სრულ პერსონალურ საბანკო მომსახურებას სთავაზობს.

ფინკა ბანკის პერსონალური საბანკო სერვის ცენტრის მომხმარებლებს მომსახურებას გაუწევენ პირადი ბანკირები. ამ სერვის ცენტრის მომხმარებლები შეუერთდებიან 80,000 ზე მეტ მოქალაქეს, რომლებიც ფინკა ბანკის ფინანსური მომსახურებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სარგებლობენ.

ფინკა ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურების სერვის ცენტრის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე, ფინკა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვუსალ ვერდიევმა განაცხადა: „პერსონალური საბანკო მომსახურების სერვის ცენტრის გახსნა ფინკა ბანკისთვის მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, რადგან ეს არის საშუალება კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ფინანსური მომსახურებადაფინკას გლობალური მისიის ერთგულნი დავრჩეთ. სადეპოზიტო პროდუქტები, რომელსაც ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ, საშუალებას აძლევს ჩვენს ორგანიზაციას გაზარდოს დაკრედიტების არეალი და კიდევ უფრო მეტ მცირე ან საშუალო ბიზნესის მქონე პირს მისცეს საშუალება, გაზარდონ მათი შემოსავალი და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები.”

ფინანსური სფეროს ერთ-ერთ მოწინავე ინსტიტუტს, ფინკას, საქართველოში მოღვაწეობის 17 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ ხნის განმავლობაში, ფინკა საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დაკრედიტების კულტურის ჩამოყალიბებასა და მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებაში. ამავდროულად, ფინკა ბანკი დაზოგვის კულტურის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას უწყობს ხელს, ვინაიდან დანაზოგების საშუალებით დღევანდელი დღის საჭიროებების დაკმაყოფილება მომავალი თაობების განვითარებაზე ორიენტირებული სოციალური და ეკონომიკური გარემოს შექმნის საწინდარია.

ფინკა ბანკის შესახებ: ფინკა ბანკი საქართველო სააქციო საზოგადოებაა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული 41 სერვის ცენტრის მასშტაბით, 80 000 ზე მეტ მომხმარებელს სრულ ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს. ფინკა ბანკი საქართველო, რომლის სასესხო პორტფელი $70მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, ფინკას გლობალური მიკროსაფინანსო ქსელის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 2 მილიონამდე კლიენტს ემსახურება.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ: www.FINCA.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42