"მასწავლებლის ბიჭს შევუყვარდი, მაგრამ იმ ბიჭს ჩემი თავი შეაძულეს, მე კი თავის მოკვლა ვცადე..."
საზოგადოება - 19:29, 27 Oct, 2015     9881
შეიძლება ვცოდავ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ უკვე ეჭვი მეპარება, რომ ჩემს გაჩენაში ღმერთს ხელი ურევია. ჯერ იყო და, ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ გაჩენისთანავე გამყიდა. მერე, იმ ცოლ-ქმარმა, რომლებიც თურმე ოცნებობდნენ, შვილი ჰყოლოდათ და ჩემში უზარმაზარი თანხა გადაიხადეს, რამდენიმე თვის შემდეგ, სამშობიარო ტრავმა რომ აღმომიჩინეს (თეძოებიდან ვყოფილვარ ამოვარდნილი) უპატრონო ბავშვთა სახლში ჩამაბარეს.
შემდეგ ახალი „მშობლები“ გამომიჩნდნენ, ოღონდ, უცხოელები, სამშობიაროს მთავარ ექიმს საკმაოდ დიდი თანხა გადაუხადეს და საქართველოდან წამიყვანეს (ცხადია, ყველაფერი უკანონოდ მოხდა). მერე ეს ამბავი გასკდა, იმ ჩემს ახალ მშობლებს მიაგნეს, ჩემი თავი წაართვეს (ის აღარ ვიცი, ფული დაუბრუნეს თუ არა) და ისევ საქართველოში ჩამომიყვანეს, იმ მოტივით, რომ მათ შვილი კი არა, პატარა, ჯანმრთელი ბავშვის ორგანოების გაყიდვა ჰქონდათ მიზნად.
არ ვიცი, მართალი იყო ეს თუ ტყუილი, მაგრამ სასამართლო პროცესები დიდხანს გრძელდებოდა და ქართულ მხარეს თავიანთი მოსაზრების თუ ბრალდების ერთ-ერთ არგუმენტად წამოუყენებია – შვილად თუ უნდოდათ, რაღა თეძოებიდან ამოვარდნილ, ინვალიდ ბავშვში გადაიხდიდნენ ამხელა ფულსო. ის ცოლ-ქმარი ამტკიცებდა, რომ ჩემთვის ოპერაციის გაკეთებას აპირებდნენ. მაგრამ, მოგეხსენებათ, მაშინდელი (საბჭოთა კავშირის დროინდელი) ჰუმანური, თუმცა რკინისებური ლოგიკა: დამპალი კაპიტალისტების არაფერი გვინდა, ჩვენს ბავშვებს თვითონაც მშვენივრად ვუმკურნალებთო და ისევ ბავშვთა სახლში მიმაგდეს, სადაც მკურნალობა კი არა, საკმარისი საჭმელი და სუფთა სახვევებიც (მაშინ პამპერსები არ იყო) კი არ მქონდა. მერე თბილისში ვიღაც უცხოელი ქირურგი ჩამოვიდა საჩვენებელი უფასო ოპერაციების ჩასატარებლად და, რადგან ზუსტად არ იცოდნენ, რა რანგის პროფესიონალი იყო ის ქირურგი, საცდელი ბაჭიის ვარიანტში, საოპერაციო მაგიდაზე დამაწვინეს, თან მთელ დედამიწას მოსდეს, როგორ ზრუნავდნენ უპატრონო და ინვალიდ ბავშვებზე.

მოხდა სასწაული (ერთადერთი ჩემს ცხოვრებაში) და ოპერაციამ იმ დონეზე კარგად ჩაიარა, რომ ორიოდე თვეში გავიარე. მერე კიდევ ერთხელ გამყიდეს და ძალიან კარგი ადამიანების ხელში აღმოვჩნდი – როგორც იქნა, ვიგრძენი თავი ბედნიერ და სრულყოფილ პიროვნებად, მაგრამ ორ წელიწადში ჩემი გამზრდელები ავარიაში დაიღუპნენ, მათმა ნათესავებმა კი ისევ ბავშვთა სახლში ჩამაბარეს, რათა მათი ბინისა და ქონების შემცილებელი არ ჰყოლოდათ. 15 წლის რომ ვიყავი, ერთი ჩვენი მასწავლებლის ბიჭს შევუყვარდი, მაგრამ მთელი პერსონალი ჩაერია და იმ ბიჭს ჩემი თავი შეაძულეს, მე კი თავის მოკვლა ვცადე, რადგან მეც მიყვარდა და მის გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო. მაგრამ, გადამარჩინეს და ამის შემდეგ საკუთარ თავში ისე ჩავიკეტე, არავის აღარ ვეკონტაქტებოდი. სკოლა რომ დავამთავრე, ბავშვთა სახლიდან გამიშვეს.
რა თქმა უნდა, არსად არ ჩამიბარებია – მოუმზადებლად სად მოვეწყობოდი. სამსახურზე და საერთო საცხოვრებელზე ისევ ბავშვთა სახლმა იზრუნა და დავიწყე ჩვეულებრივი, მოსაწყენი ცხოვრება. მერე ერთ თანამშრომელს მოვეწონე და კარგა ხანს ვხვდებოდით ერთმანეთს, თავისი მშობლებიც კი გამაცნო, მაგრამ, როგორც კი გაიგო, რომ ბავშვთა სახლიდან ვიყავი, მაშინვე მიმატოვა. უკვე ხუთი თვის ორსული ვიყავი და ამიტომ აბორტი ვეღარ გავიკეთე. ორსულობის გამო საერთო საცხოვრებლიდან გამომაგდეს და, მთლად მარტო, უფულო და უპატრონო ქუჩაში აღმოვჩნდი, თან სამსახურის დაკარგვის საშიშროებაც მელოდა. აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი.
ძალიან ბევრი ტანჯვა და დამცირება გამოვიარე და თავადაც შეუბრალებელი გავხდი, მაგრამ ამან შვება ვერ მომაყენა. რაღაცნაირად მოვახერხე ერთი პატარა ოთახის დაქირავება და არანაირ შავ სამუშაოს არ ვთაკილობდი, რომ შვილი მერჩინა, მაგრამ ბავშვი მაინც წამართვეს და ბავშვთა სახლში ჩააბარეს, მე კი დარდისგან სმა დავიწყე. მერე ერთ ღვთისნიერ ქალს შევეცოდე, რაღაცით დამასაქმა და ერთი პატარა ნახევრად სარდაფი ოთახი ჰქონდა დაკეტილი და იქ შემიშვა ქირის გარეშე. ხანდახან ფულის გარდა ტანსაცმელ-ფეხსაცმელსაც მაძლევს და საჭმელსაც და ასე გამაქვს თავი, შვილის დაბრუნება კი ვერ შევძელი. ახლა ის უკვე დიდი გოგო იქნება და ნახვასაც არ ვცდილობ – არ მინდა, ჩემ გამო თავმოყვარეობა შეელახოს. ამ წერილსაც იმ ღვთისნიერი ქალის დახმარებით გიგზავნით. მინდა, პატიება ვთხოვო შვილს, რომელიც არც კი მიცნობს, მაგრამ ღმერთმა ხომ იცის, რომ ჩვენი დაშორება ჩემი ბრალი არ არის.
მაგდა, 47 წლის.


წყარო: "თბილისელები"




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42