- 2012 წელს, როცა გიო „ახალ ხმაში“ იღებდა მონაწილეობას, მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდი. ბევრმა ჩემმა ახლობელმა მომწერა, რომ ერთი ქართველი მომღერალი ძალიან მგავდა. მერე ლინკი ჩამიგდეს და ვიდეო რომ ვნახე გავგიჟდი. მიუხედავად ამისა ჩავთვალე, რომ ეს მხოლოდ მსგავსება იყო და ორეულად აღვიქვი. რაღაც პერიოდის შემდეგ თბილისში რომ ჩამოვედი, მე და გიო შემთხვევით ერთ-ერთ კლუბში გადავაწყდით ერთმანეთს. იმ დონეზე ერთნაირად გამოვიყურებოდით გავგიჟდით ორივე. მოკლედ მერე სახლში დამპატიჟა და იქ მოვისმინე ზუსტად ის ამბავი, რის მიხედვითაც აღმოვაჩინეთ, რომ ეს მხოლოდ უბრალო მსგავსება არ იყო. როგორც გიომ მითხრა ის ნაშვილები იყო, ხოლო ჩვენი დაბადების თარიღი და ადგილი ერთმანეთს ემთხვეოდა. შოკში ჩავარდი, როცა მივხვდი რომ ტყუპისცალი, რომელიც ოჯახის წევრებს დაღუპული გვეგონა, ცოცხალი ყოფილა. თან ორივე გიორგი ვართ.
- სად გაიზარდა?
- გიორგი რომ იშვილეს, მერე მცხეთაში დაბრუნდა მისი ოჯახი და ისიც იქ გაიზარდა. განათლება კი გერმანიაში აქვს მიღებული. გამზრდელ მშობლებთან და ბიოლოგიურ მშობლებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. მართალია ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, მაგრამ ერთად მაინც დიდ დროს ვატარებთ. რადგან ორივე მომღერალი ვართ, დუეტის ჩაწერასაც ვგეგმავთ. ბოლოს და ბოლოს ერთმანეთი ხომ სიმღერამ გვაპოვნინა. ჩვენ კიდევ გვყავს ორი უმცროსი და. უკვე ოთხნი ვართ.
- „ახალი ხმა“ რომელშიც გიორგი იღებდა მონაწილეობას 2012 წელს გავიდა ეთერში. მართალია გარკვეული დროის შემდეგ აღმოაჩინე რომ ძმები ხართ, მაგრამ მაინც დიდი დრო გავიდა მას შემმდეგ. ამდენი ხანი რატომ არ თქვით ეს ამბავი?
- სიმართლე გითხრა თავიდან არ გვინდოდა საჯარო გამხდარიყო ეს ყველაფერი, მაინც პირადი თემაა და რთულია ამაზე საუბარი. „ნიუპოსტი“ პირველია ვისაც ამას ვეუბნები.
- დნმ-ის გაკეთებას არ გეგმავთ ყოველი შემთხვევისთვის?
- არა, არა, ყველაფერი ისედაც ნათელია და ერთმანეთს ემთხვევა. ხელებიც კი ერთნაირი გვაქვს. დნმ-ის გაკეთებას რა აზრი აქვს? მთავარია ტყუპებმა ერთმანეთი ვიპოვეთ.
მარიკა ხიდურელი


მასალის გამოყენების პირობები






