ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიერხელიძე საქართველოში „გაზპრომის“ შენოყვანის მიღმა რიგი ჯგუფების ბიზნესინტერესს ხედავს.როგორც „ნიუპოსტს“ ექსპერტმა განუცხადა, სუფთა ეკონომიკური თავალსაზრისით, არც ქართველებს სჭირდებათ დღეს „გაზპრომის“ ბუნებრივი აირი და არც „გაზპრომს“ სჭირდება საქართველოს ბაზარი.
„როგორც ჩანს საუბარია გარკვეული ჯგუფის ბიზნეს ინტერესებზე, მათ ვინც ხელი მიუწვდება "გაზპრომთან" შემოიტანენ რუსულ გაზს კომერციულ ფასად და გააკეთებენ ჩვეულებრივ ბიზნესს“- აღნიშნა მან.
როგორც გიორხელიძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა კითხვას თუ რისთვის სჭირდება დღეს საქართველოს „გაზპრომის" ბუნებრივი აირი.
„უნდა ვიცოდეთ ხელისუფლება ლობირებს თუ არა რომელიღაც კერძო ჯგუფს, ან ხელისუფლება ამ ჟესტით რუსეთის მთავრობასთან რაღაც პოლიტიკას აბამს. კომერციული თვალსაზრისით, როგორც ქართველებს არ სჭირდებათ დღეს „გაზპრომის" ბუნებრივი აირი, ისე არ სჭირდება „გაზპრომს" საქართველოს ბაზარი" - განაცხადა გიორხელიძემ.
მისი თქმით, საქართველოში ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მომხმარებელი ვინც უნდა იყოს, არის მიზერული.
„ყველაფერს ძირითადად მოსახლეობა მოიხმარს. საქართველო იღებს ბუნებრივ აირს რუსეთიდან სომხეთში ტრანზიტის საფასურის სახით. ასევე ჩვენ ვიღებთ ტრანზიტიდან ბუნებრივ აირს ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენიდან. ჩვენ ამ გაზსადენიდან გვაქვს შეღავათიანი შესყიდვის უფლება. დღევანდელი მოხმარების პირობებში, როცა ეკონომიკა ფაქტობრივად დგას, თუ რაიმე საყიდელია, ცხადია, აზერბაიჯანი თავისუფლად დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. რაში გვჭირდება „გაზპრომი“ ?! მთავარობა არასწორად განაგებს ეკონომიკას, ერევა მასში და ამას მოაქვს ძალიან ცუდი შედეგები - აღნიშნა ეკონომიკის ექსპერტმა.
ეკონომიკის ექსპერტი თვლის, რომ რუსეთთან ურეთიერთობა აუცილებელია, თუმცა ამით მეზობელი აზერბაიჯანის უგულველყოფა არ უნდა მოხდეს.
„გასათავალისწინებელია, რომ აზერბაიჯანი ჩვენი სტაბილური მეგობარია. ის რჩება კეთილგანწყობილ მეზობლად. თუ მთავრობა პოლიტიკურ ნაბიჯს დგამს და თქვას ეს პირდაპირ და არ იმარჩიელოს“ - დასძინა გიორხელიძემ.
რაც შეეხება საქართველო და "როსსელხოზნადზორს" შორის მიღწეულ შეთანხმებას რუსეთში მწვანე კულტურების ექსპორტზე ექსპერტი მას მხოლოდ დადებით კონტექსტში განიხილავს.
მასალის გამოყენების პირობები






