სკოლებში „მეწარმეობის“ სწავლება კიდევ უფრო მოთხოვნადი ხდება- განათლების სამინისტრო
საზოგადოება - 13:41, 27 Oct, 2015     3011

განათლების სამინისტროს თქმით, მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ სკოლებში „მეწარმეობის საფუძვლები“ არ ისწავლება, არ შეესაბამება სიმართლეს. უწყება განმარტავს, რომ სკოლებში მეწარმეობის განვითარებისა და ამ საგნის სავალდებულო სწავლების შემოღების მიზნით, 2014 წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კოორდინირებული მუშაობით მთელი რიგი სამუშაოები ჩატარდა. კერძოდ, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების განვითარებისა და ქვეყანაში სამეწარმეო კულტურის ასამაღლებლად, დარგის კომპეტენტური სპეციალისტების ჩართულობით შემუშავდა და დამტკიცდა„მეწარმეობის საფუძვლების“ განახლებული საგნობრივი სტანდარტი, რომელიც ორიენტირებულია როგორც მოსწავლის ინფორმირებაზე, ასევე პრაქტიკული სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის დასრულებამდე,საგანი არჩევითია, რამდენადაც საშუალო საფეხურის კურიკულუმის კომპლექსური გადამუშავება მიმდინარეობს, ამასთან, ყველასკოლაში სავალდებულო საგნად შემოღება შესაბამისიპედაგოგიური რესურსების მომზადებას მოითხოვს. თუმცა, ეს პროცესი დაწყებულია და ეტაპობრივად ხორციელდება.

2014-2015 სასწავლო წელს, არსებული და პილოტირების პროცესში მყოფი სასწავლო რესურსებით„მეწარმეობის“ სწავლება 100-მდე სკოლაში მიმდინარეობდა. 2015-2016 სასწავლო წელს კი, „მეწარმეობის საფუძვლების“ სწავლებაზე გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 226-მა სკოლამ მოსწავლეების სურვილის შესაბამისად და სკოლაში შესაბამისი საგნის სწავლების გამოცდილების გამო.

სავაჭრო პალატის დაკვეთით, მომზადებულია საგნის სასწავლო რესურსი (სახელმძღვანელო), როგორც მოსწავლის, ისე მასწავლებლის კომპონენტით (ავტორ-შემდგენლები: ეკა გეგეშიძე, გიორგი ჭილაძე, ნინო ჭიაბრიშვილი), რომელიც სპეციალურმა კომისიამშეაფასა. დღეისათვის, სკოლები ნაბეჭდი და ელექტრონული რესურსებით სარგებლობენ თუმცა, პალატა მას ბეჭდური გამოცემისათვის ამზადებს, რომელიც პროექტში ჩართულ ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს დაურიგდება.

შემუშავებულია საგნის სწავლების სპეციფიკისა და სასწავლო რესურსის გამოყენების შესახებ ინსტრუქციები მასწავლებლებისთვის. მიმდინარე თვეში აღნიშნული სკოლების „მეწარმეობის საფუძვლების“ საგნის მასწავლებლებს ჩაუტარდათ ტრენინგი. ამავდროულად, გადაეცათ ე.წ. „ჰენდაუთები“ სასწავლო რესურსის სახით.

სახელმძღვანელოს ბეჭდური ვერსიის გავრცელების შემდეგ,„მეწარმეობის“ ელექტრონული რესურსი პალატის მიერ ინტერნეტში განთავსდება და სარგებლობა ნებისმიერ პირს შეეძლება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42