მომწე გოჩა თეიმურაზის ძე ყაზარაშვილის ჩვენებიდან:
„2010 წლის 28 დეკემბერს დამაკავა საგარეჯოს პოლიციამ.წამიყენეს ბრალდება, რომ მანავის სასაფლაოზე ჩემი თანასოფლელების, დათო და გია ბუზიაშვილების დედის საფლავი შევლახე. საგარეჯოს სასამართლომ მომისაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მდა გადმომიყვანეს გლდანის #8 დაწესებულებაში. 2011 წლის თებერვლის შუა რიცხვებში საკანში წესრიგის დარღვევისთვის 20 დღე-ღამით მომათავსეს კარცერში. შემდეგ ოფიცერმა, რომელსაც არ ვიცნობ ამიყვანა მიმღებ ოთახში და შემიყვანა ერთ ოთახში, რომლის კარებიც მთლიანად იყო გისოსები - „კლეტკა“.
ოთახთან ხუთი ფორმიანი მამაკაცი იდგა. ზოგს სამხედრო შარვალი და შავი მაისური , ზოგს კი ჩვეულებრივი ციხის თანამშრომლის ფორმა ეცვა. აქედან ორ მათგანს ვიცნობდი: ოლეგ ფაცაციას და ვლადიმერ (ლადო) ბედუკაძეს.
მათ მომთხოვეს მუხლებზე დადგომა, რაც არ შევასრულე, რისთვისაც ოლეგ ფაცაციამ დამიწყო ცემა ხელით, ფეხით და რეზინის „დუბინკით.“ ამ ყველაფერს კი ლადო ბედუკაძე კამერით იღებდა, თანაც მითითებას იძლეოდა. ამის შემდეგ დამაყენეს ფეხზე, მარცხენა მხარი ქამრით შემიკრეს და მიმაბეს კარების გისოსზე, ისე რომ გისოსების მხარეს ვიყავი ზურგით და ცემა დამიწყეს. შემდეგ "კასკა" დამახურეს და დამცინოდნენ. ყველა მათგანი მცემდა. ამ დროს რომელიღაცამ მოიტანა ოთახის ანუ ჩალის ცოცხი და მეუბნებოდნენ, რომ ამ ცოცხს გამიკეთებდნენ უკანალში და შემდეგ ე.წ. ზონაზე გამიბაზრებდნენ. მათ მართლაც ჩამხადეს შარვალი და ცოცხლი უკანალთან ფეხებს შორის შემარჭვეს, ისე რომ საცვალი არ ჩაუწევიათ. შემდეგ ვლადიმერ ბედუკაძე და ოლეგ ფაცაციცა მიყვიროდნენ : ქურდი ხარო?“ რაზეც მე ვყვიროდი, რომ ვიყავი ქურდი. ეს ყველაფერი ბედუკაძემ ვიდეოკამერით გადაიღო. ამის შემდეგ ჩამომხსნეს და ცოტა ხნით ამიყვანეს დ კორპუსში. გარდა ამისა ჩემ მიმართ რაიმე ძალადობა , ცემა და ა.შ. აღარ ყოფილა. სასჯელი მოვიხადე ე.წ. ზონაზე ორთაჭალაში და 2011 წლის 27 დეკემბერს გავთავისუფლდი. 2012 წლის 22 ივლისს ნავთლუღის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე დამალავა ისანი-სამგორის საპატრულო პოლიციამ ტელეფონის ძარცვაზე და დღემდე პატიმრობაში ვიმყოფები გლდანის #8 დაწესებულებაში.
ოლეგ ფაცაციასა და ვლადიმერ ბედუკაძეს იცნობს ყველა პატიმარი. მათ ცოცხლი შემარჭვეს ფეხებს შორის და მეძახდნენ, რომ არ ვიყავი ქურდი, რადგან უკანალში მქონდა ცოცხლი, თუმცა კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მათ ჩემთვის უკანალში , ანუ სწორ ნაწლავში ცოცხი არ შეურჭვიათ"- ნათქვამია ჩვენებაში.
მასალის გამოყენების პირობები






