კახეთის გზატკეცილზე დაზიანებული მაგისტრალის აღდგენითი სამუშაოები დაგეგმილზე მეტ დროს ითხოვს
საზოგადოება - 11:40, 27 Oct, 2015     1586

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ბრიგადები, გუშინ ღამიდან კახეთის გზატკეცილზე გამავალ 600 მმ-იან თუჯის მაგისტრალზე დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ. ტექნიკური სამუშაოების ჩატარება გართულებულია და დაგეგმილზე გაცილებით მეტ დროს ითხოვს, რადგან მაგისტრალის დაზიანებულ მონაკვეთზე რამდენიმე სასაწყობე ნაგებობაა დაშენებული.

სამუშაოების დასაწყებად, კომპანიის ტექნიკურ ბრიგადებს სასაწყობე ნაგებობების ტერიტორიაზე ადგილის გასუფთავება, ტრანშეის გათხრა და, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შენობების კედლების საფუძვლიანად გამაგრება დასჭირდათ. შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია სპეცტექნიკის სრულფასოვნად ჩართვა და ტექნიკურ პერსონალს სამუშაოების შესრულება, ძირითადად, ხელით უწევთ.

ამ მიზეზით, წყლის მიწოდება გუშინ ღამიდან შეწყვეტილი აქვს ვარკეთილის მესამე მასივს, კახეთის გზატკცილს, მოსკოვის გამზირს, ბოგდან ხმელიცკის, ბერი გაბრიელის (ჩოლოყაშვილი), ქინძმარაულისა და მათ მიმდებარე ქუჩებს. წყალმომარაგების აღდგენა ხვალ, 28 ოქტომბრის დილის 08:00 საათიდან გახდება შესაძლებელი, მანამდე კი კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს სპეციალური ავტოცისტერნებით აწვდის.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ აბონენტები ინფორმირებულნი არიან SMS-შეტობინების მეშვეობით, დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებგვერდზე - http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42