„სოციალური პარტნიორობა“ რიმა კაზარიანის დასახმარებლად!
საზოგადოება - 19:05, 26 Oct, 2015     1531
ავადმყოფობისგან და უბედური შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული. მაგრამ როდესაც ფიზიკურ ტანჯვას გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პრობლემები ემატება, ცხოვრება ძალიან ძნელი ხდება.

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციაა, რომელიც ეხმარება ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს. ფონდის ერთ-ერთი მიმართულებაა „შინმოვლა“. ამ პროგრამის ფარგლებში ფონდის მაღალკვალიფიციური ექიმები, ექთნები და სოციალური მუშაკები მომსახურებას უწევენ პაციენტებს. ყოველდღიურად ისინი უზრუნველყოფენ მათ საჭირო საკვებით, პროდუქტებით და მედიკამენტებით. 3,5 წლის განმავლობაში, პაციენტების რიცხვმა 500 ადამიანს მიაღწია და „სოციალური პარტნიორობა“ არ აპირებს ამაზე გაჩერებას. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და საჭიროებს სხვების დახმარებას.

ქალბატონი რიმა კაზარიანი საქველმოქმედო ფონდის ერთ-ერთი ბენეფიციარია. მას არ აეწყო ცხოვრება. ამპუტირებული აქვს ქვედა კიდური, შაქრიანი დიაბეტის გამო დაკარგული აქვს მხედველობა, ინსულინდამოკიდებულია და საწოლს არის მიჯაჭვული. ცხოვრობს ქალიშვილთან და სამ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად პატარა ბარაკის ტიპის საცხოვრებელში, რომელიც ნახევრად დანგრეულია. სახლი არ თბება, კედლები დაბზარულია, ჭერიდან ჩამოდის წვიმის წყალი, იატაკი მიწისაა..ფანჯარა, საიდანაც ოთახში შუქი უნდა შედიოდეს, მინების გარეშეა და აჭედილია ფიცრით. ორ ოთახში, საერთო ფართით 16 კვ.მ ცხოვრობს 5 ადამიანი. ადგილის არქონის გამო ოთახებში ფაქტობრივად არ არის ავეჯი. არის მხოლოდ 2 საწოლი. ერთზე წევს ქალბატონი რიმა, მეორე საწოლზე კი მონაცვლეობით იძინებს 4 ადამიანი. ბავშვებს უხდებათ იატაკზე წოლა, რის გამოც ხშირად ავად ხდებიან. ცხოვრობენ პენსიასა და სოციალურ დახმარებაზე. ქალბატონი რიმას შვილი ვერ მუშაობს, რადგან უვლის საწოლსმიჯაჭვულ უსინათლო დედას და ბავშვებს. იგი ცდილობს, სახლი წესრიგში ჰქონდეს და სისუფთავე შეინარჩუნოს. ყოველ დღე ცივ წყალში, ხელით რეცხავს სარეცხს. ონკანი ეზოშია, წყლის გათბობაც ვერ ხერხდება, რადგან გაზი და დენი გათიშული აქვთ დავალიანების გამო.

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ქალბატონი რიმას ოჯახს სასწრაფოდ ესაჭიროება საშენი მასალები (ცემენტი, ქვიშა, ფიცრები...). მათ უნდა მოასწრონ ზამთრის სიცივეების დადგომამდე კედლების ამოლესვა და ჭერის შეკეთება.

ჩვენი ფონდი მოუწოდებს ყველა გულისხმიერ ადამიანს, ვისაც სხვისი გაჭირვების გაზიარება შეუძლია, დაეხმარეთ ამ ოჯახს საჭირო საშენი მასალების შესაძენად. თნხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ამ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: საშენი მასალების შესაძენად კაზარიანების ოჯახისთვის) დაწვრილებით ინფორმაციას, შეძენილ საშენი მასალების და ჩატარებული სამუშაოების შესახებ ჩვენს ინტერნეტ გვერდზე გამოვაქვეყნებთ.

რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში, მთავარია - გჯეროდეთ კეთილი ხალხის, რომლებიც არ დაგტოვებენ მძიმე წუთებში და დახმარების ხელს გამოგიწოდებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42