რესპუბლიკური ოლიმპიადა წელს მეათედ იმართება და იგიმონაწილე სხვადასხვა ქვეყნისმოსწავლეებს, მათ შორის ქართველ ახალგაზრდებს, საინტერესო სიახლეს სთავაზობს.მიმდინარე წლიდანუკვე არსებული სექციების გარდა მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საკუთარი გამოგონება ან კვლევა წარადგინონ ეკოლოგიის მიმართულებითაც. ახალი სექცია წელს ბიოლოგიის განყოფილებას დაემატება. ტრადიციულად კი კვლავ შეფასდება ნაშრომები ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, ინფორმატიკასა და ინჟინერიაში.
რესპუბლიკური ოლიმპიადის ფინალი 2016 წლის 29 მარტს ჩატარდება და იგი ნამუშევრებისა და პროექტებისღია გამოფენით დასრულდება, რომელსაც პროფესორ მასწავლებლებისგან დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს. რესპუბლიკური ტურის გამარჯვებულები საკუთარ ქვეყანას აპრილის ბოლოს უკვე საერთაშორისო ოლიმპიადის (IYIPO-2016) ფინალში წარადგენენ, სადაც კვლავაც იქნება წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამარჯვებული პროექტები და ნამუშევრები.
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან, ფართო წრეებს გააცნოს საკუთარი მიღწევები და ნოვატორული პროექტები. ოლიმპიადა, ერთი მხრივ ეხმარება ახალგაზრდებში სამეცნიერო უნარების განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ ხელს უწყობს ინოვაციაზე დამყარებული ბიზნესიდეების განვითარებას, მომავალი თაობის წახალისებას, მათ წიგნიერებისა და მეცნიერებისაკენ სწრაფვას.
26 ოქტომრიდან - 17 მარტამდე, ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ექნებათ პროექტის ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.iyipo.ge გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.
ოლიმპიადის შესახებ:
• ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა-IYIPO ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მისი ორგანიზატორია „ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებები". ყოველწლიურად პროექტის ფინალში 200-ზე მეტი ნორჩი ინვენტორი იღებს მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია VII-XII კლასის მოსწავლეს, რომელსაც საკუთარი გამოგონება ან ინოვაციური პროექტი აქვს. ოლიმპიადის სექციები შემდეგ დისციპლინებს მოიცავს: ქიმია, ბიოლოგია-ეკოლოგია, ინჟინერია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა.
წლევანდელი რესპუბლიკური ოლიმპიადის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.
მასალის გამოყენების პირობები






