ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს – როგორ ეუფლებიან ჩვენს პირად მონაცემებს?
კრიმინალი - 13:39, 26 Oct, 2015     17453

ეს ინტერვიუ ყველა მომხმარებელს დააინტერესებს, რომელიც ინტერნეტსა თუ ელექტრონულ საბანკო პროდუქტებს იყენებს, რადგან ნებისმიერ დროს თითოეული თქვენგანი შესაძლოა, თაღლითების ან ჰაკერების სამიზნე გახდეს. ფაქტია, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მთელ მსოფლიოში მზარდია კიბერდანაშაულის მაჩვენებელიც და რაღა თქმა უნდა, გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრმა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ შსს-ს სტატისტიკით ერთ-ერთი დანაშაული, სადაც ზრდის ტენდენცია ფიქსირდება, სწორედ ინტერნეტს უკავშირდება.

ჩვენ დავინტერესდით, როგორ ეუფლებიან თაღლითები ინტერნეტში ჩვენს პირად მონაცემებს? რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სოციალური ქსელის, ან პირადი მეილის ანგარიშის გატეხა და ინფორმაციის მოპარვა? რა მიზნით ხდება კიბერშეტევები და რამდენად დაცულია მომხმარებელი კიბერდანაშაულის რისკებისგან? ამ თემებზე „პრაიმტაიმი“ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსს, მამუკა ჭელიძეს ესაუბრა.
– ბატონო მამუკა, თქვენი უწყებაც ადასტურებს, რომ კიბერდანაშაულის მაჩვენებელი გაზრდილია. რით ხსნით ამას?
– ამას მარტივი ახსნა აქვს: სწრაფი ტემპებით გაიზარდა ინტერნეტისა და ელექტრონული სისტემების მოხმარების მასშტაბები. სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი მოიხმარს მსოფლიოში ონლაინ სერვისებს და ელექტრონულ ტრანზაქციებს ახორციელებს. მაგალითად, 1996 წელს ინტერნეტმომხმარებლის საშუალო რაოდენობა მსოფლიოში 10 მილიონს შეადგენდა, 2013 წლის მონაცემებით კი, ეს ციფრი 2,6 მილიარდამდე გაიზარდა. ანუ ამ ხნის განმავლობაში საგრძნობლად იმატა თავად ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობამ. მეორე მიზეზი გახლავთ, ზოგადად, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და ფასები. ტექნოლოგიური განვითარება, კომპიუტერული მოწყობილობების პორტატულობა, ცხადია, ზრდის ამ დანაშაულის რისკებს. დღეს, „გაჯეტებისა“ და ინტერაქტიული ეკრანების ეპოქაში, ძალიან ადვილია, ინტერნეტის გზით როგორც კომფორტის შექმნა და საჭირო მომსახურების მიღება, ისე დანაშაულის ჩადენა. ანუ ტექნოლოგიების განვითარება და მათი ხელმისაწვდომობაა მთავარი მიზეზი, რის გამოც მთელ მსოფლიოში გაზრდილია კიბერდანაშაულის მაჩვენებელი. დღეს სამყაროში 18,2 მილიარდი მოწყობილობა დაკავშირებულია ინტერნეტთან, რაც საკმაოდ ნოყიერ საფუძველს ქმნის კიბერდანაშაულის განვითარებისთვის. ანონიმური მოქმედების შესაძლებლობა არის ინტერნეტსივრცეში ერთ-ერთი სერიოზული მიმართულება. იქმნება ანონიმური „აიპიები“, „იუზერები“, რომელთა იდენტიფიკაცია გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული.
– ამ ტექნოლოგიურ განვითარებას სამართალდამცავები რამდენად უწყობთ ფეხს? ცხადია, მხოლოდ დანაშაულებრივი სამყარო არ ვითარდება…
– რა თქმა უნდა, პროცესების მიღმა დარჩენა დაუშვებელია. დანაშაული თვითონ გვიბიძგებს განვითარებისკენ და ბრძოლის მეთოდების ჩამოყალიბებისკენ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კომუნიკაცია უცხოელ კოლეგებთან. მოგეხსენებათ, კიბერდანაშაული ისეთი დანაშაულია, სადაც საზღვრები არ არსებობს და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა. მოქმედებს პროექტი „24/7“, რომლის ფარგლებშიც ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში ვცვლით. სისტემატურად ვატარებთ სწავლებას. ეს არის პარალელური განვითარება, ანუ თუ იზრდება დანაშაული ამ მიმართულებით, ასევე იზრდება ჩვენი პროფესიონალიზმის დონე, სხვაგვარად მასთან ბრძოლა და გამკლავება შეუძლებელია.
– რამდენად ხშირია სოციალური ქსელებისა და პირადი მეილების ანგარიშის გატეხისა და გარკვეული ინფორმაციების დაუფლების შემთხვევები?
– მომართვიანობა, რა თქმა უნდა, არსებობს. ჩვენთვის ნათელია, რომ უსაფრთხოების პარამეტრების შესახებ საზოგადოებაში არსებული ინფორმაციის დონე დაბალია და ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. ხშირ შემთხვევაში, ინტერნეტში რეგისტრაციის დროს, უსაფრთხოების პარამეტრებს ყურადღება არ ექცევა და შესაბამისად, სოციალური ქსელი იქნება თუ ელექტრონული ფოსტა, ძალიან ადვილად შეღწევადი ხდება. ელემენტარულად, პაროლიც კი ხშირ შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს, არადა დარეგისტრირების პროცესში სოციალური ქსელის ადმინისტრაცია გთავაზობთ უამრავ შესაძლებლობას, დაიცვათ თქვენი პირადი მონაცემები. სასურველია უსაფრთხოების ყველა მექანიზმის გამოყენება, რასაც ადმინისტრაცია გვთავაზობს. საჭიროა უსაფრთხოების პარამეტრების მუდმივი განახლება, რადგან ის, რაც იყო, დავუშვათ, 5 წლის წინათ, დღეს უკვე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
– როგორ უნდა მიხვდეს მომხმარებელი, რომ მისი სოციალური ქსელის ან სხვა ინტერნეტანგარიში, ან ელექტრონული საფოსტო ყუთი „გატეხეს“ და სხვა ადამიანს აქვს მასზე წვდომა?
– პირველ რიგში, აუცილებელია მომხმარებლის აიპი ისტორიის მუდმივი შემოწმება. ასეთი პროგრამული შესაძლებლობა აქვს სოციალურ ქსელებს და ის ავტომატურად გატყობინებთ, ვინ და საიდან შევიდა თქვენი სახელით. შესაბამისად, როდესაც იდენტიფიცირებული გაქვს ის მონაცემები, რითაც ელსაფოსტო ყუთს ან სოციალურ ქსელს დაუკავშირდი, ადვილი გადასამოწმებელია სხვა აიპის დაფიქსირება შენს პირად მეილზე თუ სოციალურ ქსელში. ასევე, ერთ-ერთი ეფექტური გზაა ტელეფონის მეშვებით უსაფრთხოების დამადასტურებელი კოდის მიღება. ამ შემთხვევაში, თითოეული ვიზიტის დროს, თქვენს ტელეფონზე მოგდით მესიჯი და თუ სხვა პირი შევიდა თქვენს მეილზე ან „ფეისბუკში“, ოპერატიულად, ტელეფონის მეშვეობით მიიღებთ ინფორმაციას, რაც, თავის მხრივ, დროული რეაგირების შესაძლებლობას იძლევა. უფრო მნიშვნელოვანი გარემოებაა, როდესაც ხშირად, ინტერნეტმომხმარებელი იღებს მიბმულ ფაილებს, ან გაურკვეველ ბმულებს, რომელსაც დაუფიქრებლად ხსნის ან ჩამოტვირთავს ხოლმე და რომელიც ჰაკერული თავდასხმის მიზნით გამოიყენება, რადგან თუნდაც ერთი ასეთი ლინკის გახსნით ან მიბმული ფაილის ჩამოწერის მომენტში, მას შეუძლია პირადი პაროლის მოპარვა. ამიტომ, მომხმარებელს ვურჩევ, თავი შეიკავოს ყველა ისეთი შეთავაზების მიღებისგან, რომელიც მეილს ან სოციალურ ქსელს მოჰყვება. ეს შესაძლოა, პირდაპირ იყოს გამიზნული მათი პირადი ინფორმაციის დაუფლებისთვის.


მასალა ვრცლად იხილეთ ბმულზე: "პრაიმტაიმი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42