„ფრესკოს“ დამფუძნებლის ვასილ სოფრომაძის განცხადება
საზოგადოება - 12:25, 26 Oct, 2015     4718

„ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა“ - გვახსოვს?

„პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა“ - გვახსოვს?

„არა იპარო“ - გვახსოვს?

„არა ცილისწამო მოყვასსა შენსა“ - გვახსოვს?

„არა კაც კლა“ - გვახსოვს?

და თუ გვახსოვს, საიდან ამდენი ზიზღი, გაუტანლობა, ერთმანეთის მტრობა, ეს ყველაფერი დღეს იმ დოზითაა რაც ჩემი აზრით აუცილებლად გამოიწვევს საქართველოში შიდა დაპირისპირებას.

ყველაფერი ეს კი აბსოლიტურ კოლაპსამდე მიიყვანს ჩვენს ეკონომიკას.

რა ინვესტიციებზე, რა ახალ სამუშაო ადგილების შექმნაზე, წინსვლაზე და განვითარებაზე შეიძლება საუბარი თუ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდება.

„ფრესკო“ ყველასთვისაა. შიგნით ფრესკოში სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების, ნაციონალობის და რელიგიური აღმსარებლობის ადამიანები მუშაობენ და არაფერი ხელს არ უშლის მათ იმეგობრონ, ერთ გუნდად იყვნენ და ერთად აშენონ და შექმნან „ფრესკო“ თქვენთვის და თავისთვის.

„ფრესკო“ ხალხის ერთი პატარა ნაწილია, იმ ხალხის, რომელიც ერთადერთი ძალაა ამ ქვეყანაში და არ არსებობს არც პირველი, არც მეორე და არც მესამე ძალა. ამ ძალის ნება მხოლოდ კანონით დანიშნულ დროს, საარჩევნო ყუთებთან უნდა გამოიხატოს.

აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დაწყებული ამა წლის 1 ნოემბრიდან, ჩვენი კომპანიის ყველა სუპერმარკეტში ყოველ დღე 21:00 საათზე, გავაჟღეროთ საქართველოს ჰიმნი, როგორც შეხსენება ყოველივე ზემოთ თქმულის, ვიდრე არ ჩატარდება არჩევნები და არ ჩამოყალიბდება მთავრობა.

გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ ამ ინიციატივას, რომელიც გამოხატავს ჩვენს საერთო გულისტკივილს.

„....თავისუფლებას დიდება !“

P.S თუ ვინმეს ჰგონია რომ მე ვასილ სოფრომაძეს ვინმეზე ნაკლები ტემპერამენტით შემიძლია გამოვთქვა ჩემი აზრი, ან საერთოდ მაწუხებს ეს აზრი ვინმესთვის მოსაწონი იქნება თუ არა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩემს ძარღვებში სისხლის მაგივრად წყალია, ძალიან ცდება, უბრალოდ, მე მთელი ჩემი შეგრძნებით და გამოცდილებით ვიცი, ახლა ყველაზე მეტად ქვეყანას თავისუფალი მედია, სიმშვიდე და სტაბილიზაცია სჭირდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42