"13 წლის ვიყავი, როცა კლასელმა­ ბიჭებმა ჩემი გაუპატიურება სცადეს" - რა მოხდა აჭარაში
საზოგადოება - 11:11, 26 Oct, 2015     14995

ახალგაზრდა ქალი 3 წლის გოგონასთან ერთად "ძალადობისგან დაცვის ეროვნული­ ქსელის" თავშესაფარში ცხოვრობს და თავის­ ურთულეს ცხოვრებაზე გვიამბობს. ამბობს, რომ ცემა-ტყეპაში­ გაიზარდა და ვერც გათხოვების შემდეგ იპოვა­ სიმშვიდე.

ნინო, 23 წლის: - მამაჩემი სულ სვამდა­ და დედაჩემს სცემდა. არ ვიცი, რას ნიშნავს­ ბედნიერი ბავშვობა. არც ის ვიცი, სიტყვა­ "დედა" რა არის. ახლა თავშესაფარში მყოფებისგან ვგრძნობ სითბოს და მათ ვეძახი დედას. დედის მოფერება არ მახსოვს. სულ მეუბნებოდა, რომ ცუდი ვარ და ოჯახს ვარცხვენ. თუ რამეზე ნერვები მოეშლებოდა, ჯავრს ჩემზე იყრიდა, მცემდა. მერე უხმოდ უნდა მეტირა, თუ ხმას ამოვიღ­ებდი, უფრო მეტად მირტყამდა. შავი რეზინის შლანგით მცემდა უმოწყალოდ, ძალიან მწარე იყო და ერთხელ ეს შლანგი დავუწვი, ამის გამო კინაღამ მომკლა. ვუთხარი, მირჩევნია, ჯოხით მცემო-მეთქი. ჯოხით ცემით რომ დაიღლებოდა, მერეღა მანებებდა თავს.

მინდოდა მისთვის დამემტკიცებინა, რომ არ ვიყავი ცუდი და სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი. სულ ბიბლიოთეკაში ვიჯექი...

დეიდა მეუბნებოდა, მოითმინე, დედაშენს მძიმე ცხოვრება აქვს გამოვლილიო. ბევრჯერ მითქვამს, მეტი აღარ შემიძლია, თავს მოვიკლავ-მეთქი. რამდენჯერმე თვითმკვლელობა ვცადე კიდეც. 13 წლის ვიყავი, როცა კლასელმა­ და უფროსკლასელმა ბიჭებმა ჩემი გაუპატიურება სცადეს. აჭარის ერთ-ერთ სკოლაში­ ვსწავლობდი. ეზოში ღია სარდაფი­ იყო. თანაკლასელმა გოგონამ, რომელთა­ნაც ვდაქალობდი, დამიძახა, რაღაც უნდა გაჩვენოო­. მივედი. გოგ­ომ ხელი მკრა და კედელს მიმანარცხა. გამოცვივდნენ ბიჭები და სარდაფში შემათრიეს. ერთი პირზე ხელს მაფარებდა, სხვ­ები ხელ-ფეხზე მექაჩებოდნენ და მიმათრევდნენ. ტანსაცმელი შემომახიეს. ჯინსის შარვალი მეცვა და გახდის საშუალებას არ ვაძლევდი. მეუბნებოდნენ, რატომ გრცხვე­ნია, ეს ხომ შენც გინდოდაო... ვკიოდი. მერე ერთმა­ დანა ამოიღო, ნებით თუ არ გაიხდი, შარვალს დანით გავჭრიო. 12 ბიჭი იყო. 6 სადარაჯოზე­ იდგა, რომ არავინ მოსულიყო­. ვებრძოდი,­ როგორც შემეძლო. უცებ ვიღაცამ იღრიალა, რას აკეთებთო და ყველანი გაიქცნენ. მესამე­კლასელ ბიჭს გაეგონა ჩემი კივილი და ერთი უფროსკლასელისთვის ეთქვა. მან გადამარჩინა. ამ საშინელების შემდეგაც კი მთელ სკოლას ერჩივნა, მე ვყოფილიყავი დამნაშავე და ოჯახის შემარცხვენელი, ვიდრე ის 12 ბიჭი დაესაჯა.


მასალა ვრცლად იხილეთ ბმულზე: "კვირის პალიტრა"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42