პროგრამა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეგიდით ტარდება. აკადემია და მასში მონაწილეობას ქართველ კოლეგებთან ერთად, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ.
აკადემიაში სასწავლო კურსი: ,,მაკროეკონომიკური მენეჯმენტი და ფინანსური სექტორის საკითხები’’ 26 ოქტომრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მას საერთაშორისო სავალუტო ფონდის წამყვანი ექსპერტები: ვენის გაერთიანებული ინსტიტუტის(JVI) დირექტორი ნორბერტ ფუნკე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის უფროსი ეკონომისტი რობერტ კორკერი და JVI-ის ეკონომისტი ირინა ბუნდა წარუძღვებიან.
კურსი მიზნად ისახავს ეკონომიკური პოლიტიკის ისეთ პრობლემატურ საკითხებზე მსჯელობას, რომლებიც აწუხებს განვითარებადი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. განიხილება მაკროენომიკასთან მჭიდროდ დაკავშირებული თემები: სტაბილიზაცია და ზრდა, ფისკალური და საგარეო ვალის მდგრადობა, გაცვლითი კურსის რეჟიმები და საერთაშორისო კაპიტალის დინება. ამავდროულად, კურსი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ფინანსური სექტორის როლი ეკონომიკაში, კავშირი ფინანსურ არასტაბილურობასა და მაკროეკონომიკურ მდგრადობას შორის, ფინანსური სექტორის პოლიტიკა და ფინანსური კრიზისის მართვა. პროგრამა მორგებულია რეგიონზე, რომელსაც წარმოადგენენ კურსის მონაწილენი.
სემინარში მონაწილეობენ: საქართველოს, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და უზბეკეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების, ეროვნული ბანკისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლები. სტუმრები დაგეგმილი პროგრამის ფარგლებში ასევე გაეცნობიან საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს.
IMF-ის სასწავლო კურსის ჩატარება ხელს უწყობს საქართველოს აქტიურ ჩართულობას სავალუტო ფონდის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში და ეხმარება ქვეყანას ჩამოყალიბდეს როგორც რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ხდება მაღალი დონის პროფესიული გადამზადება / კვალიფიკაციის ამაღლება და ქართული რეფორმების გაზიარება.
მასალის გამოყენების პირობები






