"2012 წელს მედიასაშუალებებმა წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრების მხოლოდ ნაწილი აჩვენეს. ეს ეკა კვესიტაძის გადაცემა ,,განსხვავებული აქცენტების“ მიერ მოპოვებული დაკითხვის ოქმიდან ჩანს, სადაც ირმა ინაშვილი გამომძებლის კითხვაზე-"რატომ არ გაუშვეს სრული ვიდეომასალა" პასუხობს:
"ჩვენ ამოვკრიბეთ ის მასალები, სადაც წამებას და სადიზმს ჰქონდა ადგილი დანარჩენი მასალა, სადაც არის დიალოგები და სხვა კადრები, ჩავთვალეთ, რომ არ იყო საინტერესო,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა დაკითხვაზე.
რეალურად კი კადრები, რომელიც ეთერში მაშინ არ მოხვდა ლადო ბედუკაძის მხრიდან პატიმრებზე ზეწოლასა და სექსუალური ძალადობის განხორციელებას ასახავს.
გაზეთ ,,ქრინიკა+“-ის მთავარი რედაქოტრი, ჟურნალისტი ელისო კილაძე წერს, რომ ე.წ ციხის კადრების ნაწილი დადგმული იყო, რის გამოც ამ საქმეს გრიფი საიდუმლო დაედო.
როგორ იდგმებოდა ცოცხების კადრები: "მოიტანეს ოთახის ჩალის ცოცხი, ისე რომ საცვალი არ ჩაუწევიათ, ცოცხი ფეხებს შორის შემარჭვეს, შემდეგ ბედუკაძე მიყვიროდა - ქურდი ხარო?!" - პატიმარ გ. ყ.-შვილის ჩვენებიდან. აი,რატომ ადევს ამ საქმეს გრიფი საიდუმლო", - წერს ელისო კილაძე "ფეისბუქში".
მასალის გამოყენების პირობები






