კისილიოვი НТВ-ს მოვლენებსა და რუსთავი 2-ზე: ,,არანაირი მიზეზი არ ამართლებს მცდელობას, გაანადგურო თავისუფალი მედია“
საზოგადოება - 22:46, 25 Oct, 2015     1488
პარალელები НТВ-ს ისტორიასა და "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს შორის. ორი სუბიექტს შორის დავა თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება.

НТВ-ს შემთხვევაში მოდავე სუბიექტი მსოფლიო გიგანტი გაზპრომი იყო, რომელმაც წამოიწყო სასამართლო გარჩევა ტელევიზიის მფლობელ გუსინსკისთან ძველი ვალის გამო. 2000 წელს გუსინსკი 3 დღით დააპატიმრეს და მხოლოდ НТВ-ს გაყიდვის საბუთზე ხელის მოწერის შემდეგ გაათავისუფლეს.

პუტინის მოსვლის შემდეგ გუსინსკი თავისას აგრძელებდა. მისი ტელევიზია და გაზეთები იძიებდნენ რუსეთში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქების მიზეზებს, რაც ჩეჩნეთში ომის განახლების საბაბად იქცა. ზედმეტი ყურადღება დაუთმეს კურსკის კატასტროფასა და პუტინის ხელისუფლების რეაქციას ამაზე. წყალქვეშა ნავის ჩაძირვა ენტევეს ჩაძირვის გადაწყვეტილებისთვის უკანასკნელ წვეთად იქცა.

რას ამბობს ,,პოსტსკრიპტუმთან“, თავის დროზე НТВ-ს გადაცემა ,,იტოგის“ წამყვანი ევგენი კისილიოვი მედიის თავისუფლებაზე და რა პარალელებს ხევს ის რუსთავი 2-სა და НТВ-სთან დაკავშირებულ მოვლენებს შორის.

,,კომენტარს ვერ გავაკეთებ იმაზე, რაც საქართველოში ხდება, თუმცა მე როგორც ისტორიკოსს მიყვარს ისტორიული პარალელების გავლება. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის რაც თავის დროზე НТВ -ზე ხდებოდა და რაც რუსთავი 2-ზე ხდება იდენტურია. იერიში ენტევეზე პუტინის პრეზიდენტად მოსვლის შემდეგ დაიწყო. მათ იერიში მიიტანეს მედიამოსტზე, რომელშიც სხვადასხვა მედიაჰოლდინგი ერთიანედებოდა. მე ვეუბნებოდი მაშინ ყველას, რომ ეს იყო რუსეთში ახალი ერის დასაწყისი, რომელიც ადრე თუ გვიან ძალიან ცუდად მობრუნდებოდა.

სამწუხაროდ მედიის მფლობელებმა ვერ ისწავლეს, რომ მედიასაშუალებებს სრული თავისუფლება უნდა მისცენ, ვერ უძლებენ ცდუნებას ჟურნალისტები სტრატეგიული და ტაქტიკური მიზნების განსახორციელებლად გამოიყენონ. ზოგჯერ ამას ისე აკეთებენ, რომ ჟურნალისტები ვერც კი ხვდებიან, საბოლოოდ კი ეს უკან უბრუნდებათ. ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ენტევეს ყოფილი მფლობელი გუსინსკიც ასე იქცეოდა და მე მარწმუნებდა , რომ უნდა გავყოლოდი, თუმცა НТВ საბოლოოდ თავის პატარა ცოდვებს კი არ შეეწირა, პუტინის სტრატეგიულ გეგმებს - დაერმოჩილებინა ყველა დიდი და გავლენიანი მედია. მთავარი გაკვეთილი რაც აქედან უნდა მივიღოთ - ნუ ჩაერევით და ნუ გამოიყენებთ მედიას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. როცა დაცული იქნება ყველა ეთიკური და პროფესიული ნორმა, ის მედიასაშუალება ყველაზე გავლენიანი იქნება და უფრო ძლიერი, ვიდრე რომელიმე ძალის ქვეშ მოცეკვავე. და კიდევ, თუ მედიასაშუალება არ არის ფინანსურად დამოუკიდებელი და თვითკმარი, მისი დამარცხება ძალიან ადვილია.

ნებისმიერი მცდელობა, შეზღუდო სიტყვის თავისუფლება, დახური გადაცემები, მცდელობა ერთ მფლობელს წაართვა ტელევიზია, გაზეთი, ჟურნალი და გადასცე მეორეს, ყოველთვის აყენებს ქვეყანაში კითხვის ქვეშ დემოკრატიის განვითარებას და თუ ვინმე რუსთავი 2-ის დახშობას ცდილობს, თუ მის ამჟამინდელ და ყოფილ მფლობელს ცოდვა ადევს და რომელიმე მათგანი არ იყო მართალი, ეს მაინც არ ამართლებს მცდელობას, გაანადგურო მასობრივი ინფორმაციის საშუალება“ - აცხადებს ევგენი კისილიოვი. ცნობილი ჟურნალისტი კატოგორიულად მიუღებლად მიიჩნევს მედიასაშუალება ეკუთვნოდეს სახელმწიფოს. კისილოვის თქმით, მედია მაშინ მუშაობს პოლიფონიურად, როცა ის კერძო ბიზნესმენების ხელშია, ისე როგორც ეს არის უკრაინაში და იყო თავის დროზე რუსეთში. კისილიოვს ამის მაგალითად კი ამერიკის შეერთებული შტატები მოჰყავს, იქ სადაც ყველაზე თავისუფალია ჟურნალისტიკა.

,,პოსტსკრიპტუმის" ინტერვიუ ევგენი კისილიოვთან





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42