დედაქალაქში „თბილისი-მარათონი“ იმართება
საზოგადოება - 12:07, 25 Oct, 2015     1620

„ჰაიდელბერგცემენტის“ მიერ ორგანიზებული სოციალური პროექტი „თბილისი-მარათონი“უკვე მეოთხედ იმართება. წელს “თბილისი-მარათონის” ღონისძიების მარშრუტი ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს.

„თბილისი-მარათონი“ დღეს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მარათონი. საკმაოდ დიდია მონაწილეთა რიცხვი, მათი რაოდენობა ორი ათასს აჭარბებს და სამასზე მეტი უცხოელი სტუმარია ჩამოსული მარათონში მონაწილეობის მისაღებად. ღონისძიება მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციისთვის, ასევე ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების თვალსაზრისით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

წლევანდელი ღონისძიება მოიცავს სამ გარბენს: ნახევარმარათონს (21,097 კმ); 10 კილომეტრიან გარბენს და ბავშვთა გარბენს (500 მ. და 1000 მ.).

„თბილისი-მარათონის“ გარბენი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ტარდება. შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, Mika timing-ის „Official Timekeeping and Data Processing” სისტემით მოხდება.

„თბილისი-მარათონი“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გერმანიის საელჩოსა და ქალაქ თბილისის მერიის პატრონაჟით იმართება. პროექტს საერთაშორისო მასშტაბით მხარდაჭერას უწევს ავსტრიული კომპანია Sporturlaub, რომელიც „თბილისი-მარათონისთვის“ სხვადასხვა ტურისტულ მომსახურებას სთავაზობს უცხოელ სტუმრებს.

ღონისძიების მიზანი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება და სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებაა.

ტრადიციისამებრ, 2015 წელსაც „თბილისი-მარათონი“ საქველმოქმედო ხასიათს მიიღებს და რეგისტრაციიდან შემოსული თანხა გაორმაგებული ოდენობით რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის გაფართოებასა და არსებული პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42