ფილმი „პრეზიდენტი“ საქართველოშია გადაღებული და მასში 50-მდე ქართველი მსახიობი მონაწილეობს. ირანელი რეჟისორის ნამუშევარი უკვე აღიარეს ჩიკაგოს 50-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც საუკეთესო ფილმად დასახელდა და მთავარი პრიზის „ოქროს ჰიუგოს“ მფლობელი გახდა. ფილმი პარალელურად გერმანიაშიც არის მიწვეული ფესტივალზე. რაც შეეხება მიშა გომიაშვილს, „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნა რომ აზიური ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალს არ დაესწრება.
„ცუდად მაქვს დაცდილი ამ ფესტივალებზე ჩასვლა. სადაც ჩავედი ვერასდროს გავიმარჯვე, ხოლო რომელ ფესტივალზეც არ წავსულვარ ყველაგან პრზი ავიღე. ამიტომ მირჩევნია არც ახლა გავემგზავრო, ინტერნეტით ვუყურო დაჯილდოვების ცერემონიალს და აქედან ვინერვიულო. თან რომ წავდე, ერთ კვირაში ორივე გზაზე 72 საათი უნდა ვიფრინო, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია, არც დრო მაქვს ამდენი და არც ნერვები. ამჟამად რეზო გიგინეიშვილის ახალ ფილმში ვარ დაკავებული, რომლის გადაღებებიც ახლა მიმდინარეობს.“
APSA აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოვება 26 ნოემბერს გაიმართება. ჩვენ კი ქართველ მსახიობს წარმატებას ვუსურვებთ.
მარიკა ხიდურელი
მასალის გამოყენების პირობები