- რას საქმიანობს ამჟამად ჯგუფი „მირაჟი?“
- თურქეთში ვართ ძირითადად. სამი სოლო კონცეერტი გვქონდა. ნოემბერში გვაქვს კიდევ, ხორუმის რეკორდი მყარდება, სადაც 41 ათასი ადამიანი იღებს მონაწილეობას და იქ ვართ დასკვნით კონცერტში მიწვეული, უნდა ვიმღეროთ. ხალხი ხორუმით ართვინიდან ბათუმამდე ჯაჭვში ჩაებმება. ამის ორგანიზატორები თურქი ქართველები არიან.
- ანუ თურქეთში აქტიურად მუშაობს ჯგუფი „მირაჟი?“
- კი, რა თქმა უნდა. თურქეთში უკვე ჩვენი ახალი ალბომიც გამოვიდა.
- დიდი ხანია საქართველოში არ გამოჩენილხართ და ამის მეზეზი რა არის? რატომ გაუჩინარდით?
- იმდენი პრობლემაა ქვეყანაში ჩვენ ვიმღერებთ თუ არა, რა მოსატანია. პრინციპში რა აზრი აქვს რამის კეთებას? პოლიტიკაში თუ წავალთ თორე დანარჩენი არაფერი ხდება ამ ქვეყანაში. ჩვენთან არაფერი შეცვლილა, სიმღერისთვის თავი არ დაგვინებებია, რა თქმა უნდა, მაგრამ ისედაც არაფერი ხდება კონცერტების მხრივ და სად უნდა ვიმღეროთ?
- კონცერტები ხშირად არა, მაგრამ მაინც ტარდება. სხვა მიზეზი ხომ არ აქვს თვენს პასიურ მდგომარეობას? აღარ გეძახიან კონცერტის ორგანიზატორები?
- არც საახალწლო კონცერტზე ვყოფილვართ, არც თბილისობაზე, არც დამოუკიდებლობის დღეს და საერთოდ არსად 2012 დან.
- რატომ?
- არ ვიცი, რატომღაც ალბათ მაინც წინა ხელისუფლებასთან მიგვაბეს. სააკაშვილთან რომ ვასოცირდებით ეგეც მიზეზია. მაშინ ხშირად გამოვდიოდით კონცერტებზე და ალბათ ამიტომ. სხვა რა მიზეზი აქვთ კონკრეტული არ ვიცი. ფაქტია სამი წელია კონცერტზე არ გამოვსულვართ. ჯგუფის რეიტინგის პრობლემა რომ არ იყო ფაქტია. იუთუბზე ჩვენს სიმღერებს რამდენიმე მილიონი ნახვა აქვს.
- რადიოს და სატელევიზიო გადაცემებს რაც შეეხება?
- რადიოში საბედნიეროდ ჟღერს ჩვენი სიმღერები ყოველთვის. მადლობა რადიო „არ დაიდარდოს“ ამისთვის. რაც შეეხება ტელევიზიებს, სამი წლის განმავლობაში მხოლოდ ნანუკა ჟორჟოლიანს გავახსენდით და მის გადაცემაში ვიყავით ორჯერ. ერთხელ სტუმრად და მეორედ სიმღერის პრემიერა გავაკეთეთ. სხვას არავის მიუწვევივართ.
- ბოლოს რომელ კონცერტზე იმღერეთ?
- საქრთველოში 2012 წლის სექტემბერში, არჩევნებამდე.
- ანუ ჯგუფი „მირაჟი“ დაბლოკილია? ვინმეს უთქვამს ასეთი რამ თქვენთვის?
- მაგას ვინ გეყტვის პირდაპირ. ასე არ ხდება ხომ იცი. თუმცა ფაქტია რომ 2012 წლის შემდეგ როგორც გითხარით არც ერთ კონცერტზე არ გვიმღერია. ახლა ამას ხომ ვიცი პოლიტიკას მიაბამენ, არადა რეალურად საერთოდ არ ვერევით პოლიტიკაში.
მარიკა ხიურელი
მასალის გამოყენების პირობები