“ბიზნეს კაფე” - კომპანია "ინსორსის" და "პაშა ბანკის" ერთობლივი პროექტი
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:51, 23 Oct, 2015     938

21 ოქტომბერს პაშა ბანკისა და საკონსულტაციო კომპანია ინსორსის ერთობლივი პროექტის, „ბიზნეს კაფეს“ პირველი შეხვედრა გაიმართა.

პროექტის მიზანია სხვადასხვა კომპანიის მენეჯერების შეხვედრების მოწყობა, სადაც ისინი შეძლებენ წინასწარ განსაზღვრულ საკითხებზე საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის ერთმანეთთან გაზიარებას. პირველი შეხვედრა სასტუმრო Holiday InnTbilisi-ში გაიმართადა მას სხვადასხვა კომპანიიდან მოწვეული სტუმარი დაესწრო. 2015 წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ ერთი მსგავსი შეხვედრის ჩატარება.

ბიზნეს კაფეს ფორმატის შეხვედრები საქართველოში პირველად ტარდება და ემსახურება ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესების და სიახლეების განხილვას. ყოველ შეხვედრას დაესწრება საშუალოდ ოცამდე სტუმარი და სპეციალურად მოწვეული მოდერატორი, რომელიც წარმართავს შეხვედრის მსვლელობას და ამავდროულად საკუთარ გამოცდილებასაც გაუზიარებს სტუმრებს.

"ბიზნეს კაფეს" პირველი შეხვედრის თემა ადამიანური რესურსების მართვას ეხებოდა და მოდერატორად დავით გოგიჩაიშვილი იყო მოწვეული.

„ინსორსი", როგორც ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, მუდმივად ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ქართული ბიზნესის განვითარებაში. "ბიზნეს კაფე" იქნება მოქმედი მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერების შეხვედრის ადგილი, სადაც ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ წარმატებულ გამოცდილებას, სიახლეებს და გაცვლიან მოსაზრებებს, რა შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ,“ - განაცხადა "ინსორსის" დამფუძნებელმა მედეა ტაბატაძემ.

„ბიზნეს კაფეს პროექტის განხორციელება არის იმ ძირითადი მიმართულების ნაწილი, რომელსაც პაშა ბანკი საქართველოში დაფუძნების დღიდან იცავს: ეს არის ისეთი ღონისძიებების და პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ეხმარება ქვეყანაში პროფესიულ ზრდას და ბიზნესის განვითარებას. მოხარული ვართ, რომ კომპანია ინსორსთან ერთად მოგვეცა შესაძლებლობა ჩავრთულიყავით ასეთ საინტერესო და სასარგებლო წამოწყებაში,“- განაცხადა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42