"ცრუ ჩვენება მისცა იმან, ვინც თავად აწამებდა"- რას აცხადებს ე.წ. კასრების კადრების გამო დაკავებული თოდუას მეუღლე
საზოგადოება - 20:36, 22 Oct, 2015     6076
წამებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში მსჯავრდებული კობა თოდუას მეუღლე ე.წ კასრების კადრების გავრცელებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით კობა თოდუა უდანაშაულოა და ეს ფაქტი ექსპერტიზამაც დაამტკიცა. კობა თოდუას მეუღლე ხელისუფლებას ნამდვილი დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს და თოდუას უკანონო პატიმრად მიიჩნევს. აღნიშნულ ფაქტებზე კობა თოდუას მეუღლემ ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტის კომენტარებში ისაუბრა. ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტი ე.წ კასრების კადრებში მონაწილე „ყავარჯნიანი კაცის“ სამუშაო ადგილს ეხებოდა.

„მე ვარ დავით ნარმანიას ბიძაშვილის კობა თოდუას მეუღლე და დღეს სასჯელს ვიხდით უსამართლოდ. დიახ მე არ მეშინია ჩემი ვინაობის გამხელის, რადგან ვარ უდანაშაულო. ექსპერტიზამაც კი დაამტკიცა, რომ კობა არ ჩანს აუდიო და ვიდეო ჩანაწერზე, 10-დან 8 მოწმე ამტკიცებდა, რომ თოდუა არ მონაწილეობდა ამ საზიზღრობაში. მაგრამ ცრუ ჩვენება ვინ მისცა - ბალოიანმა, რომელიც თვითონ აწამებდა ხალხს, ხვიტიამ, რომელიც ასევე დამნაშავეა. ყავარჯნიანი კაცი არ იყო თანამშრომელი, ის აი ამ ავაზაკებს ჰყავდათ დაქირავებული ამ საზიზღობის გასაკეთებლად. უხდიდნენ 35 ლარს.

2-ჯერ პრესკონფერენცია მოვაწყვე, მაგრამ არავინ არ გააშუქა. გარდა ამისა არასამთავრობო ორგანიზაციებს მივმართე, სადაც მოვითხოვდი საქმეში არსებულ დარღვევებზე რეაგირებას, მაგრამ არ მოინდომეს. მარტო 2 ადამიანი არ არსებობს, კიდევ ბევრი ადამიანი დადის დაუსჯელი, ისეთები ვისზეც დაზარალებულები საუბრობდნენ,.

გარდა ამისა, ბალოიანი დაკავებულიც არ ყოფილა, ხოლო ხვიტიას და შონიას მხოლოდ 2 წელი მიესაჯა საპროცესო გარიგებით. ხვიტია, რომელიც ყოველგვარი ექსპერტიზის გარეშე ჩანს კადრებში. პროკურატურას უნდოდა სისტემური ყოფილიყო, მაგარამ მტკიცებულების არ ქონის გამო, ეს ფაქტი გამოირიცხა.

ჩვენ ვიყავით მომხრე, სასამართლო პროცესები ღია ყოფილიყო, მაგრამ პროკურატურამ მოითხოვა დახურვა, რადგან დაზარალებულების უფლებებს ვიცავთო. მერე რაც მოხდა, ვისი უფლებები დაიცვეს, როცა ეს კადრები საჯარო გახდა, რისთვის სჭირდებათ ეს ყველაფერი, უკვე ნათელია“, - წერს თოდუას მეუღლე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42