არჩევანი ყველას არ აქვს!
საზოგადოება - 17:41, 22 Oct, 2015     1558
ჩვენ ბევრნი ვართ, ჯანმრთელები, ძლიერები და ენერგიულები. ჩვენ არ გვჭირდება დახმარება. ჩვენით მივხედავთ ჩვენ თავს და ვიცხოვრებთ ისე როგორც გვინდა, გავისეირნებთ სუფთა ჰაერზე ან სახლში ვუყურებთ ფილმს, მოვამზადებთ სადილს ან წავალთ კაფეში... დარწმუნებულები ვართ, რომ სულ ასე იქნება.

ახლა კი წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ სავსე ცხოვრებით ცხოვრობდა, იყო ჯანმრთელი, ძლიერი, ენერგიული, დაახლოებით ისეთი, როგორებიც ჩვენ ვართ, იყო ნათესავების და მეგობრების იმედი... ახლა კი დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს, აქვს მხოლოდ ერთი არჩევანი, იყოს მოხუცი, საწოლს მიჯაჭვული და მარტოობაში გაატაროს სიცოცხლის ბოლო წლები.

კიევის ექს-მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ საქართველოში 2012 წელს დაარსებული ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციაა, რომელიც ზრუნავს იმ ხალხზე, რომლებსაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. ამჟამად, ფონდი საწოლს მიჯაჭვულ 500 მოხუცს პატრონობს. ზოგიერთ პაციენტს, დიდი ხნის განმავლობაში უმოძრაოდ ყოფნის გამო გაუჩნდა ნაწოლები - ღია ჭრილობები, რომლებიც აუტანელ ტკივილს და დისკომფორტს იწვევს. ნაწოლების პრობლემა ფონდის 63 პაციენტს აქვს. სისხლის ინფიცირების და ნეკროზის თავიდან ასაცილებლად, თითოეულ მათგანს ყოველდღიურად ესაჭიროება პროფესიული მკურნალობა, გადახვევა და მედიკამენტები: ბეტადინი, ლევომეკოლი, წყალბადის ზეჟანგი, ქართული ფარმაცეფტიკის სიამაყე უზნაძე-მჭედლიშვლილის მალამო. ფონდის დაარსების დღიდან, შინმოვლის პროგრამით ისარგებლა 2000-მა საწოლს მიჯაჭვულმა პაციენტმა. ერთი წლის განმავლობაში ფონდის ექთნები ასრულებენ 80000 პროცედურას, ხოლო ყოველთვიურად დაახლოებით 3000 ვიზიტს ახორციელებენ მწოლიარე ავადმყოფებთან. ეს ციფრები თავისთავად ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ როდესაც წარმოიდგენთ, რომ მათ უკან კონკრეტული ადამიანები არიან, ნათლად ჩნდება პრობლემის მასშტაბი.

ფონდის პაციენტებს შორის არიან მეცნიერები, მასწავლებლები, ექიმები, სამხედროები. ადრე მათ აერთიანებდა ქვეყანაზე ზრუნვა და ბედნიერი მომავლის შენების სურვილი, ახლა კი მხოლოდ ტკივილი, მარტოობა და გაჭირვება აკავშირებთ. მათი დახმარება მხოლოდ ერთიანი ძალებითაა შესაძლებელი. არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენს პატარა ქვეყანაში, ტანჯვაში და მარტოობაში იღუპებუდნენ ისინი, ვინც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი სამშობლოსათვის.

„სოციალური პარტნიორობა“ იწყებს თანხის შეგროვებას ანტისეფტიკური და შესახორცებელი პრეპარატების შესაძენად პაციენტებისთვის, ვისაც ნაწოლების პრობლემა აქვს.

მოგიწოდებთ ყველა გულისხმიერ ადამიანს, ვისაც სხვისი გაჭირვების გულთან ახლოს მიტანა შეგიძლიათ, დაეხმარეთ საწოლს მიჯაჭვულ მარტოხელა ადამიანებს. თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ამ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: ნაწოლების სამკურნალო მედიკამენტები)

ან ჩარიცხოთ ფონდის საიტის მეშვეობით: http://fsp.ge/ge/donate/97/

სხვისი ცხოვრების შემსუბუქება ნებისნიერს შეუძლია!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42