ია ფარულავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს „რუსთავი 2“-ს მიმართ სოლიდარობის გამოჩენისთვის მადლობას უხდის.
მსახიობი ამ წუთებში ტელეკომპანიასთან ერთად იმყოფება.
მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის შენობასთან შეკრებილი მოსახლეობა არა მხოლოდ ამ ტელევიზიას, არამედ „ქვეყნის თოთო დემოკრატიას იცავს“.
„მოვლენების განვითარებას ნუ გაუსწრებთ, თუმცა სასამართლოსგან ყველაფერს უნდა ველოდოთ. დღეს შევიკრიბეთ, რომ დავიცვათ „რუსთავი 2“. მე აქ მოსული ვარ როგორც რიგითი მოქალაქე და არა როგორც „რუსთავი 2“-ის სახე. მინდა ყველას მოუწოდო, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება ამ ტელევიზიასთან, ვინც მოსულა აქ და გამხდარა პოპულარული დაუდგეს გვერდში „რუსთავი 2“-ს. დღეს „რუსთავი 2“-ის დასაცავად კი არ მოვსულვართ, დღეს ჩვენ ვიცავთ სიტყვის თავისუფლებას და ჩვენი ქვეყნის თოთო დემოკრატიას, რომ ეს მონაპოვარი არ ჩაახშონ და არ ჩამარხონ“, - განაცხადა ფარულავამ "ნიუპოსტთან" საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






