მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი განათლების მართვის აქტუალურ საკითხებზე 4-დღიან კონფერენციას გამართავს
საზოგადოება - 17:38, 21 Oct, 2015     1164
2015 წლის 22, 23, 24, 25 ოქტომბერს, წყალტუბოში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი განათლების მართვის აქტუალურ საკითხებზე კონფერენციას გამართავს. კონფერენცია ხვალ, 15:00 საათზე სასტუმრო წყალტუბო სპა რესორტში გაიხსნება.

კონფერენციის მიზანია განათლების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესება, განათლების მართვის სფეროში აქტუალური საკითხების, კვლევებისა და მართვის წარმატებული მაგალითების გაზიარებისა და პოპულარიზაციის გზით.

კონფერენციაზე წარდგენილი იქნება მოხსენებები სხვადასხვა თემატიკაზე, მათ შორის სქემის დანერგვის მონიტორინგი სკოლის დონეზე; მასწავლებლის საქმიანობის შეფასება სკოლის შეფასების ჯგუფის მიერ - პროცესები და ინსტრუმენტები; სკოლის პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება; მასწავლებელთა თანამშრომლობა უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის; სკოლაში მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება და უწყვეტი განათლების ხელშეწყობა; პრაქტიკული კვლევა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის; თანამშრომლობითი გარემო, როგორც უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშემწყობი მექანიზმი; პრაქტიკული კვლევა არაქართულ საჯარო სკოლებში ბილინგვური სწავლების შესახებ; სკოლის მუშაობის მონიტორინგის და შეფასების პრინციპები და სისტემა; არაფორმალური განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის; განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის; სასკოლო კლუბებთან მუშაობა და შედეგები; სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობები; მშობლების და თემის ჩართულობა სკოლის მართვაში; პროფესიული განათლების ადგილი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში; მოსწავლეთა თვითმმართველობის როლი სასკოლო კულტურის შექმნაში; მასწავლებელთა მუშაობის სტილის (ურთიერთობის ფორმა) გარკვევა საგაკვეთილო პროცესში; სკოლის ავტონომიის გავლენა განათლების ხარისხზე და განათლების ხელმისაწვდომობაზე; სპეციალური სკოლები - რესურსი ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისათვის; ონლაინ ტრენინგები - უწყვეტი განათლების თანამედროვე შესაძლებლობა და სხვა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს 100 მონაწილე თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლის დირექტორები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები, ტრენერები, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები.

მისამართი: წყალტუბო, რუსთაველის ქუჩა N23





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42