1) საჯარო დისკუსიები და ტრენინგები;
2) საჯაროს დისკუსიები, ტრენინგები და დებატები;
პირველი გულისხმობს საჯარო დისკუსიებისა და ტრენინგების გამართვას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა:
ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობა და არსი;
ასოცირების ხელშეკრულების ზეგავლენა ქართველ მომხმარებლებზე;
თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის მნიშვნელობა სოციალურ და ეკონომიკური განვითარებისთვის.
აღნიშნული ტიპის ფორმატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლის დამამთავრებელი კლასის (10,11,12) მოსწავლეებს. პროექტი, რომელშიც ჩაერთვებიან სკოლის მოსწვალეები, სახელწოდებაა „ასოცირების ხელშეკრულება ქართველი მომხმარებლებისათვის“.
რაც შეეხება მეორე ფორმატს, საჯაროს დისკუსიები, ტრენინგები და დებატები, ის განკუთვნილია საქართველოში არსებული სხვადასხვა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებისათვის. აღნიშნული მიმართულება გულისხმობს როგორც ზემოთ ნახსენებ თემებზე ტრენინგების, ასევე კარლ პოპერის სახელობის დებატების გამართვას.
პროექტის მიზნები და ამოცანები
საზოგადოებაში, კერძოდ კი ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება ევოკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობისა და მისი ზეგავლენის შესახებ ქართველ მომხმარებლებზე.
პროექტის არეალი:
· რუსთავი
· გორი
· საგარეჯო
· მარნეული
· თელავი
· ახალციხე
· თბილისი
· ზუგდიდი
· ქუთაისი
· ბათუმი
პროექტი „გაიგე მეტი შენი უფლებების შესახებ“ ხორციელდება საქართველოს „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ და ევროკავშირის დაფინანსებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.cdi.ge ან დაუკავშირდით პროექტის კოორდინატორებს : 598439101 , 598546115
მასალის გამოყენების პირობები






