"წითელი ბარათი" ვლადიმერ პაპავას, სტუდენტები რექტორის გადადგომას მოითხოვენ
საზოგადოება - 15:55, 21 Oct, 2015     1898
ხმაურია ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორს ვლადიმერ პაპავას უპირისპირდებიან და მის გადადგომას მოითხოვენ.
სტუდენტებმა პაპავას ულტიმატუმი წაუყენეს და დრო 22:00 საათამდე მისცეს. იმ შემთხვევაში თუ თსუ-ს რექტორი დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს, ახალგაზრდები შიმშილობას დაიწყებენ.
აქციის მონაწილეები ვლადიმერ პაპავას კაბინეტთანაც იმყოფებოდნან. ორგანიზატორებს თან აქვთ მიტანილი წითელი ბარათი იმის ნიშნად, რომ რექტორმა უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა. აქციაზე ისმის მოწოდებები : "წადი, წადი!"
როგორც "ნიუპოსტის" კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, აქციის მონაწილეთა თქმით, ვლადიმერ პაპავა სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებს ვერ აგვარებს.
პრობლემების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება: ლექტორთა არაკვალიფიციურობა,
უნივერსიტეტში არსებული ბიუროკრატიული მანქანა, ინფრასტრუქტურული და ფინანსური პრობლემები.

"უნივერსიტეტში არის პრობლემები, რომლებიც არ გვარდება. თსუ-ს თვითმმართველობა ვლადიმერ პაპავას ესაუბრა ამ პრობლემებზე, თუმცა მას არაფერზე პასუხი არ ჰქონდა. უნივერისტეტში არსებობს ბიუროკრატიული მანქანა, რათა სტუდენტებმა აქეთ-იქით იარონ პრობლემების გადასაჭრელად და ვერაფერი გაარკვიონ", - განაცხადა თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ სტუდენტურმა თვითმმართველობამ სამართლებრივი ბერკეტი გამოიყენა და ფაკულტეტის საბჭოების მუშაობა შეაჩერა.
თვითმართველობის პრეზიდენტის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებები უნივერსიტეტის საქმიანობის შესწავლას აპირებენ.
სტუდენტის ინფორმაციით, საქმე ეხება სხვადასხვა ტენდერებსა და შესყიდვებს.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42