ამ მონაცემებით "ნიუპოსტი" დაინტერესდა და უშუალოდ საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს და სტუდენტებს გაესაუბრა.
გთავაზობთ ინტერვიუებს:

თამარ ხოსროშვილი
გაიხსენეთ საქართველოს უნივერსიტეტში გატარებული წლები და გზა სტუდენტობიდან თქვენს დღევანდელ კარიერამდე.
საქართველოს უნივერსიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის ბაკალვრის ხარისხი 2015 წელს მომენიჭა.
პირველ რიგში, საქართველოს უნივერსიტეტს ვაფასებ იმიტომ, რომ ამ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გაქვს მაღალი დონის და სრულყოფილი ცოდნა შენს პროფესიაში.
საქართველოს უნივერსიტეტი გეხმარება მიიღო თეორიულ ცოდნასთან ერთად პარაქტიკული ცოდნაც, მუდმივი პრეზენტაციები და პროექტები არ გაძლევს მოდუნების და თეორიულ ცოდნაზე გაჩერების საშუალებას.
პირველი კურსის ბოლოდან ვმუშაობ, იყო სტაჟირებები, დაბალანაზღაურებადი სამსახურები, ერთი სიტყვით ყველაფერი იყო სტანდარტულად, როგორც ხდება კარიერს პირველ ნაბიჯებზე, მზად ვიყავი მემუშავა ყველგან სადაც გამოცდილებას მივიღებდი, რა თქმა უდნა, მუშაობის პარალელურად ვსწავლობდი, უნივერსტეტი კი თან ცოდნას მაძლევდა თან მეხმარებოდა, ხელსმიწყობდა რომ მემუშავა, რომ არა ეს პატარ-პატრა გამოცდილებები, მე ამ გზის გავლა მეოთხე კურსის ბოლოს მომიწევდა და დღეს ამ თანამდებობას ვერ დავიკავებდი.
დამთავრებისთანავე დავსაქმდი ჩემი პროფეესით, უფრო კონკრეტულად კი წარმოვადგენ კომპანია ნიკორას შვილობილი კომპანიის მზარეული1-ის მარკეტინგის მენეჯერს.

გიორგი ცირამუა
გამოგადგათ თუ არა საქართველოს უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და მოგვიყევით თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ.
2009 წელს დავამთავრე საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაკალავრიატის ფაკულტეტი. ხოლო 2013 წელს დავამთავრე საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს უნივერსიტეტმა მომცა ხარისხიანი განათლება.
ბაკალავრიაზტე ვისწავლეთ ისეთი გეო - ინფორმაციული სისტემები, რომლებიც იმ პერიოდში არცერთ სხვა უნივერსიტეტებში არ ისწავლებოდა და ზოგადად ძალიან სპეციფიური და იშვიათი სპეციალობაა. ამ ცოდნამ უზრუნველყო ჩემი მოხვედრა სილქნეტში, რაც ძალიან დიდი ნახტომი აღმოჩნდა ჩემს კარიერაში.
ამჟამად ვმუშაობ „ტოიოტაში“, რომელიც არის ტოიოტას ოფიციალური დისტრიბუტორი კავკასიის რეგიონში. ვარ IT მენეჯერი. ბიზნესის პროცესების მართვსა და ეფექტურობის გაზრდისთვის ვნერგავ თანამედროვე კომპიუტერულ სისტემებს. ამ დროისთვის დასრულებული მაქვს ავტომობილების მართვის სიტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ავტომობილების ლოჯისტიკის, საწყობის და ყიდვა გაყიდვის პროცესების მართვას. აღნიშნული სისტემა დავნერგეთ ჩვენს დილერებთანაც სამივე ქვეყანაში. ამჟამად დაწყებული გვაქვს მაშტაბური პროექტი, რომელიც მოიცავს დილერების მართვის სისტემის დანერგვას.
გიორგი ბახბავა
მოგვიყევით იმ პროექტის შესახებ რომელშიც მიიღეთ მონაწილეობა?
წელს ჩავაბარე საქართველოს უნივერსიტეტში ტურიზმზე და აღმოვაჩინე, რომ UG-ში საუკეთესო IT ბაზაა და ვგეგმავ ფაკულტეტის შეცვლას ინფორმაციულ ტექნოლოგიაზე. რაც შეეხება პროექტს 2014 წელს ჩავერთე პროექტში, რომლის ორგანიზატორი გახლავთ გამოწვევის ფონდი საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოში ინოვაციური აზროვნების მქონე ახალგზრდები აღმოჩენას.
პროექტის ფარგლებში მე და ჩემს გუნდს გვქონდა გაჯეტის და ახალი ქართული ვიდეო თამაშის პრეზენტაცია. რაც შეეხება ჩემს წვლილს პროექტში, მეგახლდით CEO + პროგრამული ინჟინერი და მთავარი დიზაინერი.
პროექტი მიზნად ისახავდა, სკოლებში და უნივერისტეტებში ვირტალური რეალობის გაჯეტების და ვიდჯეტების დანერგვს, რაც ხელს შეუწყობდა საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლას, პროექტი დღეს სატესტო რეჟიმშია ფუნქციონირებს, ქალაქ ფოთში, სკოლიდან საიდანაც მე მოვდივარ. შესარჩევ ტურში, სამოცდათვრამეტი ქალაქის, ოთხმოცდაათზე მეტი სკოლიდან ავიღე პირველი ადგილი და მოვხვდი ნახევარფინალში, ათ ჯგუფთან ერთად, მესამე ადგილზე. ხოლო უკვე ფინალში ხუთ საუკეთესო პროექტთან შორის მეორეზე. პროექტის გარდა მოვიპოვე გამარჯვება ნომინაციაში „ინფორმაციული მეთოდი“. ის მიზნად ისახავდა გაჯეტის დანერგვას სკოლებსა და უნივერსიტეტებში.
მასალის გამოყენების პირობები






