საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო EuroGeographics-ის შეხვედრას მასპინძლობს
საზოგადოება - 10:53, 21 Oct, 2015     998
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო ორგანიზაცია EuroGeographics-ის შეხვედრას მასპინძლობს. ღონისძიებას ევროპული ქვეყნების კადასტრის/მიწის რეგისტრაციისა და კარტოგრაფიული ეროვნული სააგენტოების წარმომადგენლები ესწრებიან.

ღონისძიების ფარგლებში რეგიონულ დონეზე, გეოგრაფიულ-სივრცითი ინფორმაციის მიმართულებით, ერთიანი ევროპული და გლობალური პოლიტიკის ჩამოყალიბების განხილვა იგეგმება. შეხვედრაზე მხარეები ახალ ინიციატივებსა და გამოწვევებზეც იმსჯელებენ.

„საჯარო რეესტრის ძალისხმევით საქართველოს გეოგრაფიული მონაცემები ევროპულ სივრცეში პირველად სწორედ EuroGeographics-თან თანამშორმლობის შედეგად გავიდა. დღეს ეს ინფორმაცია ერთადერთია, რომლითაც ევროპული ინსტიტუტები საქართველოსთან მიმართებაში ხელმძღვანელობენ. შესაბამისად, ამ ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციის კუთხით“- აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

საჯარო რეესტრი EuroGeorgaphics-ის წევრი 2010 წლიდანაა. EuroGeorgaphics-ში 45 ქვეყნის 62 ორგანიზაციაა გაერთიანებული, მისი საქმიანობა კი ევროპის გეოსივრცითი მონაცემების ერთიანი ინფრასტრუქტურის მხარდაჭერისკენაა მიმართული. EuroGeorgaphics-თან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გეოინფორმაციულ სფეროში ევროპული სტანდარტების დამკვიდრების, საჯარო რეესტრის საკადრო რესურსის განვითარების, უცხოელი სპეციალისტების საუკეთესო გამოცდილების, ცოდნის და გეოგრაფიულ მონაცემებთან მუშაობის პრაქტიკის გაზიარების, ასევე, რეგიონალური და ევროპული სივრცითი მონაცემების გლობალურ სფეროში ეროვნული ინტერესების წარდგენის კუთხით.

EuroGeorgaphics-ის მონაცემებით ხელმძღვანელობს უამრავი ოფიციალური უწყება და საერთაშორისო ორგანიზაცია, მას მჭიდრო ურთიერთობა აქვს ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებთან, ევროპის გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების სააგენტოს, ევროსტატს, ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42