ცნობილმა საკონსულტაციო კომპანიებმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ რეკომენდაციები შეიმუშავეს
საზოგადოება - 17:29, 20 Oct, 2015     1363
ორმა ავტორიტეტულმა საკონსულტაციო კომპანიამ - „პრაისუოთერჰაუს კუპერსმა“ და „ფიხტნერმა“ საქართველოს წყალმომარაგების სექტორში მოქმედი სატარიფო მეთოდოლოგია შეისწავლა და ევროპის საუკეთესო კომუნალურ პრაქტიკაზე დაყრდნობით რეკომენდაციები მოამზადა.

რა სახის ხარჯები შეიძლება ჰქონდეს კომუნალური ტიპის კომპანიას, რომელიც წყალმომარაგება-წყალარინების სექტორში ოპერირებს, კომპანიის მხრიდან გაწეული რა ტიპის დანახარჯი შეიძლება ჩაითვალოს გონივრულად, როგორ უნდა აისახოს გაწეული ხარჯები, ლარის კურსის ცვალებადობა და ინვესტიციები ტარიფებში. აღნიშნული საკითხების შესახებ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინიციატივით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, კონფერენცია ჩატარდა. საკონსულტაციო კომპანიებმა საქართველოში ტარიფების დადგენის არსებული წესების შედარებითი ანალიზი საერთაშორისო პრაქტიკებთან მიმართებაში წარმოადგინეს. კონფერენციას, რომელსაც დაინტერესებული მხარეები - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW), ევროპის რეკონსტრუქცისა და განვითარების ბანკის (EBRD) და სხვა კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ - ინტერაქტიული ხასიათი ჰქონდა. აღინიშნა, რომ რეკომენდაციების გათვალისწინება საქართველოში წყალმომარაგების დარგის სტაბილურობასა და წინსვლას შეუწყობს ხელს.

როგორც „პრაისუოთერჰაუს კუპერსის“ რეგულირების ცენტრის პარტნიორი ივო დოლეჟალი აღნიშნავს, კვლევა და რეკომენდაციები, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისათვის“ მომზადდა, ევროპის საუკეთესო კომუნალურ პრაქტიკას ითვალისწინებს. მისი თქმით, სატარიფო მეთოდოლოგიის დახვეწის ერთ-ერთი გზა რეგულირების პროცესში მეტი თანმიმდევრულობისა და გამჭვირვალობის მიღწევაა.

საკონსულტაციო კომპანია „ფიხტნერის“ მთავარი კონსულტანტი - მარია ბელოვა კი მიიჩნევს, რომ მათ მიერ მომზადებული სიტუაციური ანალიზი და შემუშავებული რეკომენდაციები წაადგება წყალმომარაგების მომსახურების გაუმჯობესებას როგორც თბილისში, ასევე მთლიანად საქართველოს კომუნალურ სექტორში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42