დავეხმაროთ ბავშვებს, თბილად შეხვდნენ ზამთარს!
საზოგადოება - 17:27, 20 Oct, 2015     1110
სამწუხაროდ ჩვენს ირგვლივ, არიან ბავშვები, რომლებიც მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობენ. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მათ ყოველწლიურად ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები, რადგან არ აქვთ სათანადო თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

მოგიყვებით ერთ სევდიან ამბავს, რომელმაც ძალიან შეგვაშფოთა. საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ თანამშრომელმა, ერთ-ერთი მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებს, საჩუქრად წიგნები გადასცა. პატარა ბავშვმა, ზღაპრების წიგნში, ყველა ფეხშიშველა პერსონაჟს ფეხსაცმელი მიუხატა, ცხოველებსაც კი. მან ალბათ საკუთარი გამოცდილებიდან იცის, როგორია ეს შეგრძნება, როდესაც გცივა და ფეხშიშველი დადიხარ...

ეს ისტორია ვერავის დატოვებს გულგრილს და ასეთი ისტორიები, სამწუხაროდ უამრავია.

კიევის ექს-მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ დაარსების დღიდან, სამი წლის მანძილზე, დახმარებას უწევს მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში უწევთ ცხოვრება. ბავშვისთვის საუკეთესო ადგილი ოჯახია, ამიტომ ფონდი ყველანაირად ცდილობს, მათ ნორმალური საცხოვრებელი პირობები შეუქმნას. ფონდი ეხმარება ათამდე მრავალშვილიან ოჯახს, თანხით და საყოფაცხოვრებო ნივთებით. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ოჯახების რიცხვი გაცილებით მეტია, ფონდის მიზანია, ქველმოქმედებაში რაც შეიძლებ მეტი ადამიანი იყოს ჩართული. თქვენი თანადგომით და დახმარებით, უფრო მეტ ოჯახს დავეხმარებით.

„სოციალური პარტნიორობა“ ატარებს აქციას, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესაგროვებლად, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობენ.

ალბათ სახლში გექნებათ ისეთი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი, რომელსაც არ იყენებთ. გააკეთეთ კეთილი საქმე, აჩუქეთ ის ოჯახებს, რომლებიც ასეთი სახის დახმარებას ყველაზე მეტად საჭიროებენ. დარწმუნებულები იყავით, რომ თქვენი დახმარებით ბევრი ბავშვი ზამთარს თბილად გაატარებს.

ბავშვებისთვის ტანსაცმლის შესაძენად თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშზე: GE15TB7194336080100003

ან ფონდის საიტის მეშვეობით: http://fsp.ge/ge/donate/100/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42