ოფიციალური მონაცემების თანახმად, ყველაზე სავალალო შედეგი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს აქვთ. კერძოდ, გამოცდაზე გამოცხადებული 2281 პედაგოგიდან კომპეტენციის დადასტურება მხოლოდ 90-მა შეძლო. ამავე საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 1334-მა პედაგოგმა ჩააბარა, თუმცა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სულ 175-მა გადალახა. დაწყებითის მათემატიკის გამოცდაზე გასული 1105 პრაქტიკოსი პედაგოგიდან გამოცდა წარმატებით 194-მა ჩააბარა. რაც შეეხება ბუნებისმეტყველებას, გამოცდაზე 522 პედაგოგი გავიდა, კომპეტენციის დადასტურება კი მხოლოდ 50-მა შეძლო.
საგნის გამოცდა ჩააბარეს იმ მასწავლებლებმაც, ვინც პრაქტიკულ საქმიანობას ეწევიან VII-XII კლასის ჩათვლით. არც მათი შედეგებია დაწყებით საფეხურთან შედარებით სახარბიელო: ქართული ენა და ლიტერატურა – გამოცდაზე გავიდა 573 და წარმატებით ჩააბარა 170-მა; მათემატიკა – გამოცდაზე გავიდა 742 და წარმატებით ჩააბარა 83-მა; ისტორია – გამოცდაზე გავიდა 599 და წარმატებით ჩააბარა 93-მა; გეოგრაფია – გამოცდაზე გავიდა 415 და წარმატებით ჩააბარა 11-მა; სამოქალაქო განათლება – გამოცდაზე გავიდა 453 და წარმატებით ჩააბარა 103-მა; ფიზიკა – გამოცდაზე გავიდა 289 და წარმატებით ჩააბარა 97-მა; ქიმია – გამოცდაზე გავიდა 312 და წარმატებით ჩააბარა 54-მა; ბიოლოგია – გამოცდაზე გავიდა 394 და წარმატებით ჩააბარა 70-მა;
რაც შეეხება უცხოურ ენებს, რომელიც I-XII კლასებს მოიცავს:
ინგლისური ენა – გამოცდაზე გავიდა 809 და წარმატებით ჩააბარა 282-მა; რუსული ენა – გამოცდაზე გავიდა 336 და წარმატებით ჩააბარა 162-მა; გერმანული ენა – გამოცდაზე გავიდა 35 და წარმატებით ჩააბარა 6-მა; ფრანგული ენა – გამოცდაზე გავიდა 16 და წარმატებით ჩააბარა 3-მა.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდაზე 352 პედაგოგი გავიდა, მათგან წარმატებული სულ 117 იყო.
ქართული, როგორც მეორე ენა 259-მა პედაგოგმა ჩააბარა, მათგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 164-მა გადალახა.
წლევანდელ გამოცდაზე სიახლე იყო ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოცდა, რომელზეც სულ 691 პედაგოგი დარეგისტრირდა. გამოცდაზე გასული 497 მასწავლებლიდან კი ზღვარი 77-მა დაძლია.

ვრცლად იხილეთ edu.aris.ge
მასალის გამოყენების პირობები






