კომპანია "თელასის" ცნობით დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 21 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, სიმონ ჩიქოვანის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ბუდაპეშტის, ბერიტაშვილის, ინტენსიფიკაციის, ლვოვის, იმედაშვილის, არდაზიანის, გაგარინის, შარტავას, სახოკიას, ჩერქეზიშვილის, მგალობლიშვილის, არშბას და ქანთარიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის, მაისურაძის, ქეთევან წამებულის, ფაღავას, ალიხანიანის, ლაგოდეხის, ხერხეულიძის და ირბახის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საადის, ბოტანიკის, აბანოს, ირგვლივის, სამღებროს და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაისუბნის, დოქის, ბუხაიძის, სამრეკლოს, ურიცკის, გუმბრის, ტირიფონის, შურდულის, ანთელავას, თოიძის და გედევანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, ბარისახოს, უწერის, ზარზმის, კაჭარავას, ჯანჯღავას, იპოლიტოვ-ივანოვის, სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, წერეთლის, კუიბიშევის, რიონის, ულიანოვის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის „ა“, I მიკრორაიონების, ხიზაბავრის, ქერჩის, თიანეთის და ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






