"როცა ამდენ საყვარელს დაშორდა ვაჟბატონმა აღმოაჩინა, რომ ტატა სულაც არ არის ურიგო ქალი..."
საზოგადოება - 20:34, 19 Oct, 2015     9512
მყავს ბავშვობის მეგობარი – ტატა, რომელსაც სკოლის ასაკიდან უყვარდა ერთი ბიჭი, მაგრამ იმ ბიჭმა არაფერი იცოდა ამის შესახებ. ამიტომ (ან, შეიძლება, მარტო ამიტომაც არა), ამ ჩემი მეგობრისთვის არასდროს შეუხედავს ინტერესით, თუმცა ერთმანეთს კი კარგად იცნობდნენ. მერე იმ ბიჭმა სხვა შეირთო ცოლად, რომელსაც სამ წელიწადში გაშორდა. ტატა კი იჯდა და ელოდა. მერე კიდევ ვიღაც ახალგაცნობილ გოგოზე დაქორწინდა. ტატა ისევ ელოდა. იმ მეორე ცოლს ერთ წელიწადში გაშორდა და ახლა ახალი სატრფო გაიჩინა, ტატასთან კი ჩვეულებრივი ახლობლურ-მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა: ხანდახან საერთო წრეში შეხვედრა, გადაკოცნები, მოკითხვები და – მეტი თითქმის არაფერი. იყო მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით დასმული, თუმცა საკმაოდ უტაქტო შეკითხვები: როგორ ხარ? რა არის შენკენ ახალი? ჯერ კიდევ არ გათხოვილხარ, გოგო? ვის ელოდები, იმას დაევსოს თვალები, ვის გამო არ თხოვდები, მითხარი და დედას ვუტირებ... და ასე შემდეგ. ტატა კი, ყოველი ასეთი შეკითხვის შემდეგ ცრემლებს ყლაპავდა და ზრდილობის გამო და თან იმიტომაც, რამეს არ მიხვდესო, იცინოდა და სიტყვას ბანზე უგდებდა. თუმცა, თვალები სევდითა და ტკივილით ჰქონდა სავსე. ის დებილი კი ვერაფერს ხედავდა და სხვას ეძახდა თვალებდავსებულს.

ასე, უიმედო თუ იმედიან მოლოდინში გაატარა ტატამ თითქმის ოცი წელი და, ბოლოს, როცა სამ თუ ოთხ ცოლს და ორ ამდენ საყვარელს დაშორდა, ვაჟბატონმა, როგორც იქნა, აღმოაჩინა, რომ ტატა სულაც არ არის ურიგო ქალი, არც გარეგნობით, არც რეპუტაციით, არც განათლებით და არც სხვა მონაცემებით. თან, კარგ ცოლობასაც გაუწევდა და, მოკლედ, ერთ დღესაც, მივიდა მასთან და პირდაპირ სთხოვა ხელი, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას, რომ თავის შესახებ არაფერი დაუმალავს, ყველაფერი გულწრფელად უამბო. ტატა, რა თქმა უნდა, მაშინვე დათანხმდა და გამოუტყდა – ბავშვობიდან მიყვარხარ, მთელი ცხოვრება შენ გელოდი და ვიცოდი, ბოლოს მაინც ჩემთან მოხვიდოდიო. მოკლედ, დაქორწინდნენ და ჩემი მეგობარი უბედნიერეს ქალად გრძნობს თავს, მიუხედავად იმისა, რომ თავზე არ გადასდის და ოჯახშიც ბევრი დახვდა მისახედ-მოსავლელი. მაგრამ, როგორც ჩანს, როცა ძალიან გიყვარს, ყოფითი პრობლემები არაფერს ნიშნავს. ისე, გაბრაზებული კი ვარ ტატას ქმარზე, ასე გვიან რომ „აღმოაჩინა“ ჩემი დაქალი, მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ ისეთი ქმარი გამოდგა, ნეტავი, ჩემი და ჩემი დების ქმრები ერთად „ქაჩავდნენ” იმის ნახევარს.

ელა, 36 წლის.

წყარო: "თბილისელები"




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42