მლაშე–მოხე–დერცელის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საზოგადოება - 16:50, 19 Oct, 2015     1059
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მლაშე–მოხე–დერცელის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ადგილობრივი მნიშვნელობის მლაშე–მოხე–დერცელის საავტომობილო გზის 11.3 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს: გზის სავალი ნაწილის რეციკლირებას და ახალი საფარის მოწყობას, მონაკვეთზე არსებული ხიდის რეაბილიტაციას. ასევე, წყალგამტარი მილების, გზის საყრდენი კედლების, გვერდულების, კიუვეტების, გაბიონების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, საგზაო ნიშნების, უსაფრთხოების ბარიერების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებს.

ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე მიწის (ფერდობების ჩამოწმენდის), ხელოვნური ნაგებობებისა და გაბიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასფალტ–ბეტონის საფარი დაგებულია გზის 6 კილომეტრიან მონაკვეთზე. პროექტის ფარგლებში შესრულებულია სამუშაოების 52,2%.

აღნიშნული გზა სოფლებს: მლაშეს, მოხეს, დერცელსა და ჭეჭლას რაიონულ ცენტრთან – ადიგენთან აკავშირებს.

სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის III პროექტის (SLRP III) ფარგლებში მიმდინარეობს და მისი ღირებულება 6 მილიონ 428 ათასი ლარია. სამუშაოები 2016 წლის ზაფხულში დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42