კომპანია "თელასის" ინფორმაციით დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ყაზბეგის გამზირის, ნუცუბიძის, დელისის, გაგარინის, მიცკევიჩის, ტაშკენტის, ცაგარელის და შმიდტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, აეროდრომის დასახლების, მხარგრძელის, ნაკაშიძის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის და სადგურის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, სოფელ ახალდაბის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, კავსაძის, ფალიაშვილის და იმედაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის „ა“, I მიკრორაიონების და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის და კონსტიტუციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს აღმართის, საქანელას, ჯავახიშვილის და ელბაქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






