საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 10:06, 17 Oct, 2015     3712

საპატრიარქო საგადასახადო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით 2 რელიგიური ორგანიზაციის განცხადებას ეხმაურება.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი არ ეთანხმებიან ორგანიზაციების მოსაზრებას, რომ საგადასახადო სფეროსთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსში არსებული ჩანაწერი დისკრიმინაციულია სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებაში.

საპატრიარქო საკითხის განსახილველად ინტერრელიგიური საბჭოს ფორმატში რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს დიალოგისათვის იწვევს

"როგორც გუშინ საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, რელიგიური უმცირესობის ნაწილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი. ისინი ითხოვენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ მუხლების გაუქმებას, რომელიც სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, საგადასახადო შეღავათებს ანიჭებს ჩვენს ეკლესიას. კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსში არსებული ჩანაწერი დისკრიმინაციულია სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებაში. ერთი ან რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისათვის საგადასახადო ან სხვა სახის შეღავათების მიცემა ჩვეულებრივი პრაქტიკაა ევროპის კავშირის წევრი მრავალი ქვეყნისთვის.

ამ სივრცეში არსებობს სხვადასხვა მექანიზმები რელიგიური გაერთიანების ფინანსური მხარდაჭერისათვის: იქნება ეს პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება, საგადასახადო შეღავათები თუ საეკლესიო გადასახადები. დანიის, საბერძნეთის, ფინეთის, ესპანეთის თუ სხვა ქვეყნების მაგალითები ამის ნათელი დადასტურებაა. საერთაშორისო აქტებსა თუ რეკომენდაციებშიც ამგვარი პრაქტიკა დისკრიმინაციად არაა მიჩნეული. მაგალითად, 2004 წლის ,,რეკომენდაციებში რწმენისა და აღმსარებლობის სფეროში კანონმდებლობის ანალიზისათვის", რომელიც შემუშავებულია ვენეციის კომისიისაგან და მოწონებულია ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეის მიერ, აღნიშნულია: "ბევრ ქვეყანაში გარკვეულ რელიგიურ ინსტიტუტებს შეუძლიათ მიიღონ სახელმწიფოს მიერ დაწესებული მრავალი შეღავათი - გადასახადების გადახდა იქნება ეს თუ პირდაპირი სუბსიდიები. როგორც წესი, არც ერთი ზემოაღნიშნული პრივილეგიის უბრალო მინიჭება არ ეწინააღმდეგება რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების უფლებას".

ამასთან მითითებულია, რომ მისაღებია ქვეყნის ისტორიაში ამა თუ იმ რელიგიის განსაკუთრებული როლის აღნიშვნა: "კანონმდებლობა რომელიც აღიარებს სხვადასხვა რელიგიის ისტორიულად განპირობებულ როლს გარკვეული ქვეყნის ისტორიიის ჩამოყალიბებაში, დასაშვებია იმ პირობით, რომ ეს არ იქნება დისკრიმინაციის საბაბი". ყოველივე ამის გათვალისწინებითაა, რომ გერმანიაში, ავსტრიაში, ლიტვაში სახელმწიფოს მხრიდან შეღავათები დაწესებულია მაღალი და არასაბაზისო სტატუსის მქონე რელიგიური გაერთიანებებისათვის, ხოლო სხვა რელიგიური გაერთიანებებისათვის ეს დაშვებული არ არის. შეგახსენებთ ეუთოს 1999 წლის საცნობარო დოკუმენტსაც "რელიგიისა და რწმენის თავისუფლება: კანონი, რომელიც გავლენას ახდენს რელიგიური გაეთიანებათა სტრუქტურაზე", სადაც წერია რომ: "დღეისათვის ამგვარი განსხვავება არ არღვევს თანასწორი მოპყრობის კანონებს, ალბათ, იმის გამო რომ თვით ასეთ სისტემაში არსებული შეხედულებები ბუნებრივად გამომდინარეობს ისტორიიდან, ტრადიციებიდან, დაგროვილი გარემოებებიდან...". ასევე შეგახსენებთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე - "იგლესია ბაუტისტა და ორტეგა მორატილა ესპანეთის წინააღმდეგ", სადაც სასამართლომ დისკრიმინაციად არ მიიჩნია ის საგადასახადო შეღავათები, რომლითაც ესპანეთში სარგებლობს მხოლოდ კათოლიკური ეკლესია. მაგალითების მოყვანას აღარ გავაგრძელებთ.

ყოველივე ეს ვფიქრობთ თვალნათლივ მიუთითებს, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე ჩვენთვის მინიჭებული საგადასახადო შეღავათები რაიმე განსაკუთრებულ მოვლენას არ წარმოადგენს, არამედ ეყრდნობა საერთაშორისო პრაქტიკას და ბუნებრივია, დისკრიმინაციასთან საერთო არაფერი აქვს. საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ ჩვენ მხარი დავუჭირეთ რელიგიური უმცირესობებისათვის კომუნისტურ პერიოდში მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურების საკითხს. დიდი ხანია საუბარია ტრადიციული რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებაში გარკვეული, მათ შორის საგადასახადო, შეღავათების მინიჭებაზეც. ამ ფონზე სრულიად გაუგებარია რიგი რელიგიური უმცირესობების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, რომელიც მიზნად კი არ ისახავს მათთვის მსგავსი შეღავათების დაშვებას, არამედ ჩვენი ეკლესიისათვის შეღავათების გაუქმებას.

საქართველოს საპატრიარქო მომავალ კვირას ამ საკითხის განსახილველად ინტერრელიგიური საბჭოს ფორმატში დიალოგისათვის იწვევს რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42