"თბილისობა 2015" “საპატიო თბილისელების” დაჯილდოების ცერემონიით გაიხსნა. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა და დედაქალაქის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა.
“დედაქალაქის მერია ყოველწლიურად ზრუნავს და დაუზოგავად შრომობს, რათა შემოდგომის დღესასწაული იყოს კიდევ უფრო საინტერესო და მასშტაბური. ჩვენ გადავწყვიტეთ, წლევანდელი თბილისობა განსაკუთრებული ყოფილიყო, არა მხოლოდ მრავალფეროვანი პროგრამით, არამედ სიახლეებით, რომელსაც თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ვთავაზობთ. შემოდგომის 36-ე დღესასწაულის დაგეგმვაში წელს, თავად, მოქალაქეები იყვნენ ჩართულები. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა განსაკუთრებული პატივი მივაგოთ და დავაფასოთ იმ ადამიანების პროფესიონალიზმი, ღვაწლი, დამსახურებები, რომლებიც ძალღონეს არ იშურებენ და ჩვენს დედაქალაქსდა სრულიადსაქართველოს ასახელებენ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
“საპატიო თბილისელის” წოდება სხვადასხვა სფეროში გამორჩეულ თერთმეტ ადამიანს მიენიჭა. დედაქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღეს მწერალმალაშა თაბუკაშვილმა, მომღერალმაფოლად ბიულ-ბიულ ოღლიმ, ექიმმაბესიკ იაშვილმა, მეცნიერმამზექალა შანიძემ, მხატვარმაგიორგი(გია) ჯაფარიძემ,არქიტექტორმა ომარ ნაფეტვარიძემ, მოცეკვავეჯუმბერ ბერაძემ, მთარგმნელმაგივი შაჰნაზარმა, პიანისტმაალექსანდრე კორსანტიამ, რეჟისორებმაქეთევან დოლიძემ და გიორგი შენგელაიამ.
დაჯილდოების ცერემონია,"თბილისობის" დღესასწაულის ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის ეზოში გაიმართა.
დედაქალაქის მერმა საპატიო მოქალაქეებს სიგელები და თბილისის სიმბოლური გასაღები გადასცა. სიმბოლური გასაღები საპატიო თბილისელებთან ერთად ქართველმა მორაგბეებმაც მიიღეს.ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ„ბორჯღალოსნებს“ „წლის წარმატებული სპორტსმენის“ სპეციალური სამკერდე ნიშნებიც გადასცა.
„საპატიო თბილისელის“ დაჯილდოება "თბილისობის" განუყოფელი ნაწილია. ამ ტრადიციას საფუძველი 1979 წლის 28 ოქტომბერს,თბილისობის პირველ დღესასწაულზე ჩაეყარა. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება ხელოვნების, სპორტის და სხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეებსყოველწლიურად ენიჭებათ.
მასალის გამოყენების პირობები






