რა ელის ,,კატოს“ ცხოვრებას და რა სიახლე ელის ,,ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონში მაყურებელს
კულტურა - 21:35, 16 Oct, 2015     7627
სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ ბევრი სიახლით ხვდება ახალ სეზონს. მათ შორის ერთი მაყურებლისთვის ძალიან კარგი სიახლეა. მათი საყვარელი, ძველი კატო დაბრუნდა. ნინო გაჩეჩილაძე სპეციალურად „ნიუპოსტისთვის“ რადენიმე შეკითხვას პასუხობს. ჩვენ კი წარმატებულ სეზონს ვუსურვებთ მას.

- როგორია ამდენი ხნის შემდეგ კატოს როლზე დაბრუნება?

- სასიამოვნოა რა თქმა უნდა, როცა აღმოაჩენ, რომ თურმე ამდენი მაყურებელი ელოდა ჩემს დაბრუნებას. თუმცა ჩემთვის ეს შემოთავაზება მართლა მოულოდნელი იყო, ცოტა გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ აზრი სხვებს ვკითხე და როცა ყველასგან დადებითი პასუხი მივიღე დაბრუნების თაობაზე, მხოლოდ მაშინ დავთანხმდი. სასიხარულოა მონატრებულ კოლეგებთან და სტაფთან შეხვედრა, ჩვენ ოთხი წლის წინ ერთად დავიწყეთ ეს სერიალი და სავარაუდოდ, ერთად დავამთავრებთ.

- სხვა სერიალში არ გამოჩენილხარ ამ დროის განმავლობაში, თუმცა მოთხოვნა იყო. რატომ არ დათანხმდი?

- კი, როგორ არ გამოვჩენილვარ, უბრალოდ ეს პროექტი საქართელოში არ გასულა, ქართულ-აზერბაიჯანული სერიალი იყო, "ალი და თეო", (რეჟისორები ოთარ შამათავა და ლევან კიტია), რომელიც გავიდა აზერბაიჯანულ არხზე, lider tv. სხვა არხებიდანაც იყო შემოთავაზება, მაგრამ იმ წინადადებებს არ დავთანხმდი.

- რას პირდება ამ სეზონზე კატო მაყურებელს?

- ამ სეზონზე კატო მაყურებელს ბევრ სასაცილო და საინტერესო ეპიზოდს პირდება, დაბრუნდება ზუსტად ისეთი პერსონაჟი, როგორიც იყო პირველ სეზონებში: კაპრიზული, ჭირვეული, მაგრამ კეთილი და ინფანტილური..., თუმცა წინასწარ მეც არ ვიცი, რა მოელის მის ოჯახურ ცხოვრებას, როგორ განვითარდება მისი ხაზი, ეს მხოლოდ ქეთი დევდარიანმა იცის, სერიალის სცენარის ავტორმა.


მარიკა ხიდურელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42