,,ეტყობა მფარველი საკმაოდ გავლენიანი პირია“ - რას ამბობს კრიალაშვილის და სუს-ის სპეცრაზმის ახალ უფროსზე
საზოგადოება - 19:30, 16 Oct, 2015     3234

“ნიუპოსტზე“ განთავსებულ მასალას სათაურით: „რაში დასჭირდა ხელისუფლებას მკვლელად შერაცხული ხარაზიშვილის სუს-ის სპეცრაზმის უფროსად დანიშვნა“ საზოგადოების მხრიდან დიდი ვნებათღელვა მოჰყვა.

ჩვენ მიერ დასმული მთავარი კითხვა კი „რა მიზანს ემსახურება ხელისუფლების მხრიდან, ე.წ. მუხროვანის ამბოხის ორგანიზებაში ბრალდებული პოლკოვნიკ კრიალაშვილის მკვლელად შერაცხული ზვიად ხარაზიშვილისთვის ამ თანამდებობის ჩაბარება - შესაბამისი ორგანოებიდან დღესაც უპასუხოდ დარჩა.

ახალი ხელისუფლების პირობებში ხარაზიშვილს დაწინაურება უკვირს გია კრიალაშვილის დას - ლია კრიალაშვილს, თუმცა 2012 წელს თავდაცვის სამისნიტროში დანიშნული კრიალაშვილი აცადებს, რომ ხარაზიშვილზე მეტად, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების დასჯის მოლოდინი აქვს.

ლია კრიალაშვილი: ნამდვილად არ ვარ აღფრთოვანებული ამ დანიშვნით. ვერც ვერაფერს ვიტყვი იმასთან დაკავშირებით თუ რატომ დანიშნეს: არ არის ბრალდებული, არ არის ეჭვმიტანილი, თავისუფალია. ამიტომ, სადაც უნდა იქ დანიშნავენ. ყველამ იცის, ვინ არის ხარაზიშვილი, ამიტომ ის არ უნდა დაენიშნათ. ეტყობა ჰყავს მფარველები, რომლებმაც დაანიშნინეს. ეს საქართველოა და რა როგორ ხდება, ეს ძალიან კარგად იცით. ეტყობა ეს მფარველი საკმაოდ გავლენიანი პირია.


- რა თანამდებობას იკავებთ და როდის დაინიშნეთ თავდაცვის სამინისტროში?

- ეროვნული გვარიის დეპარტამენტში 1997 წლიდან ვმუშაობდი. ავადსახსენებელი რეჟიმის დროს, 2003 წამოვედი სამსახურიდან, თავდაცვის სამინისტროში ხელახლა 2012 წლის დეკემბერში დავინიშნე. ვმუშაობ ადმინისტრაციის მთავარ სპეციალისტად.

როგორც კომენტარებიდან ჩანს, ქალბატონ ლიას, რომელიც ხელისუფლების ცვლილებისთანავე თავდაცვის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა, მისი ძმის ლიკვიდაციასთან ხარაზიშვილის კავშირის მკაფიოდ დაფიქსირება უჭირს. მაშინ, როცა მუხროვანის საქმის მონაწილე ერთ-ერთი პირი კობა ოთანაძე აცხადებს, რომ 2009 წლის 5 მაისის, მუხროვანის ამბოხში ბრალდებულების წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციაში აქტიურ მონაწილეობას სწორედ სუსუში ახლადდანიშნული ზურაბ ხიზანიშვილიიღბდა.

მისი თქმით, ხიზანიშვილმა ესრომა მას ერთ-ერთმა პირველმა.

"ნიუპსტის" კითხვას: აქვს თუ არა ზვიად ხარაზიშვილს გია კრილშვილის ლიკვიდაციასთან კავშირი ოთანაძის ინტერესების დამცველმა ასე უპასუხა.

„მოგეხსნებათ, აწ გარდაცვლილი გია კრიალაშვილისა და კობა ოთენაძის სპეცოპერაცია ერთდროულად მოხდა. ბატონი კობა სასწაულებრივად გადარჩა . ფაქტობრივად ადამიანი სასიკვდილოდ გაიმეტეს. ერთ-ერთი ვინც ესროლა იყო ხარაზიშვილი“ - განუცხადა „ნიუპოსტს“ ლექსო კობაიძემ.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42