„საქართველო ძალიან საინტერესო ბაზარია ინვესტორებისთვის“- გაბრიელ შულცი
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:17, 16 Oct, 2015     836
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში 16 ოქტომბერს გაიმართა პანელი თემაზე „საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები“. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა პანელში მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა ბიზნესმენებმა და ინვესტორებმა. პანელის ერთ-ერთი სპიკერი იყო გაბრიელ შულცი, კომპანია „შულც გლობალ ინვესტმენტის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. გაბრიელ შულცმა ისაუბრა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე და აღნიშნა, რომ ის საინტერესო ბაზარია ინვესტორებისთვის და ძალიან კარგი პოტენციალი აქვს ბიზნესის არაერთი მიმართულებით.

გაბრიელ შულცი: „ჩემი აზრით, საქართველო ძალიან საინტერესო ბაზარია ინვესტორებისთვის, ჩვენ ყველანი აქ იმიტომ ვიმყოფებით, რომ ვიცით, საქართველოს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. ესაა ქვეყანა, რომელიც ცდილობს, რომ შექმნას რაც შეიძლება საუკეთესო გარემო ინვესტორებისთვის. არამარტო ამ რეგიონში, არამედ ზოგადად მსოფლიოში საქართველო განვითარებად ქვეყნებს შორის არის ყველაზე სწრაფად მზარდი და ინვესტიციებზე, ასევე კლიმატის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული. ამ მხრივ მას ნამდვილად მოწინავე პოზიცია უკავია.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს საკმაოდ დიდი ჰიდროპოტენციალი აქვს - ჩვენ 100 მილიონი დოლარი გამოვყავით მცირე ჰიდროელექტროსადგურებისთვის. მევფიქრობ, რომ ესსაქართველოში ძალიან დიდი პოტენციალი და შესაძლებლობაა. მაგალითად, თუ ევროპაზე გასვლა გინდათ, შესაძლოა, საქართველოში ძალიან კარგად დაიწყოთ ეს საქმიანობადა შემდეგ საქართველოს გავლით გახვიდეთევროპაზე, რადგან ნამდვილად ძალიან ხელმისაწვდომია ბევრი პროცედურა, კარგი საგადასახადო რეჟიმები და სისტემაა, შრომითი ხელის ღირებულებაც მისაღებია. ამდენად, ვფიქრობ, ძალიან ბევრი პლიუსია, რომელიც შესაძლოა, სხვა ქვეყნებში არ არსებობდეს. თან საქართველო მუდმივად მუშაობს უკვე არსებული პროცედურების და სისტემების დახვეწაზე.

ჩვენი გამოცდილებით, საქართველო არის ქვეყანა, რომელშიც შერწყმულია დასავლეთის და აღმოსავლეთის საუკეთესო თვისებები. საქართველო მისი იდენტურობით ევროპული, დასავლური ქვეყანაა და ამავე დროს ძალიან კარგად ესმის აღმოსავლური აზროვნება. ამ ყველაფერს „აბრეშუმი გზის ფორუმზე“ კარგად ვხედავთ - მე ვარ ამერიკელი, დასავლეთის ქვეყნიდან ჩამოსული და აქვე აღმოსავლეთის ქვეყნების ძალიან ბევრი წარმომადგენელია.

ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ საქართველოში ჩვენი გამოცდილებით, ის ნამდვილად დადებითია და იმედია, რომ საქართველოში უფორ მეტი ინვესტორი შემოვა და აღმოაჩენს, თუ რამდენად საინტერესო ქვეყანაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42