მასწავლებელთა პროფკავშირი გადაცემა "პროფილს" მასწავლებლების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს
საზოგადოება - 18:46, 16 Oct, 2015     4864
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი საჯარო სკოლებში ბავშვთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-ის“ საავტორო გადაცემა ,,პროფილში“ გასულ მასალას ეხმაურება. მაია კობახიძის თქმით გადაცემაში ცალკეული პიროვნებების შეცდომების და დარღვევების განზოგადება მთლიანად პედაგოგთა საზოგადოებაზე მოხდა. პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტის განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„15 ოქტომბერს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-ის“ საავტორო გადაცემა ,,პროფილში“ საზოგადოებრივი მსჯელობის საგნად წარმოჩენილი იყო საჯარო სკოლებში ბავშვთა უფლებების დარღვევების შემთხვევები. მიგვაჩნია, რომ პრობლემა აქტუალურია და ბავშვებს შორის ძალადობის თითოეული შემთხვევა ტრაგედიაა არა მხოლოდ ბავშვის ოჯახის, არამედ მთლიანად საზოგადოების.

თემა ძალიან სენსიტიურია და მოითხოვს ღრმა პროფესიულ ანალიზს. სამწუხაროდ, ბავშვებს შორის ძალადობის ერთეული ფაქტები იყო, არის და ალბათ მომავალშიც გაგრძელდება. ვეთანხმებით გადაცემის ავტორებს, რომ ამ მიმართულებით ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. თუმცა, ვერ გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ ერთეული კრიმინალური შემთხვევები სისტემური დანაშაულია და დამახასიათებელია მხოლოდ ჩვენი ქვეყნისათვის. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისათვის განსაკუთებით მიუღებელია გადაცემის ლაიტმოტივი, რომ ყველა შემთხვევაში დამნაშავეები არიან პედაგოგები და ბავშვებს შორის ძალადობა დამახასიათებელია მხოლოდ ჩვენი ქვეყნისათვის. ასევე, გაუგებარია ჩვენთვის კატეგორიული მოთხოვნები მასწავლებლების განსჯისა და გათავისუფლებების შესახებ, ცალმხრივად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიების დასრულებამდე. აღმაშფოთებელია გადაცემაში გაჟღერებული თეზისი ,,განათლების სამინისტრო ძალადობს პედაგოგებზე და შემდგომ, პედაგოგები ძალადობენ ბავშვებზე“. ასეთი არაკვალიფიციური და დემაგოგიური ლოზუნგებით პრობლემა არ გადაიჭრება. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ერთეული პედაგოგების საქმიანობაში არ არის ნაკლოვანებები. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ცალკეული პიროვნებების შეცდომების და დარღვევების განზოგადოებას მთლიანად პედაგოგთა საზოგადოებაზე, რაც იწვევს მრავალათასიანი მასწავლებლელთა კორპუსის დისკრედიტაციას. საქართველოს მასწავლებლები ღირსეულად ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს და ნურც იმას დავივიწყებთ, რომ სკოლებში არსებული პრობლემების გამოსწორება პირველ რიგში დამოკიდებულია პედაგოგებზე. პედაგოგთა ავტორიტეტის შელახვა, მოძალადის იარლიყის მინიჭება, არაობიექტური შეფასებები, ბოლო დროს ტენდენციური გახდა. არავის მივცემთ უფლებას შებღალოს მასწავლებლის პროფესიის ღირსება. მასწავლებლების უფლებების დაცვა არის სწორედ მოსწავლის უფლებების დაცვის წინაპირობა. ვის, თუ არა მასწავლებელს სტკივა ყველაზე მეტად საკუთარი მოსწავლის პრობლემა. თვით გადაცემაში წარმოდგენილი ტრაგიკული შემთხვევაც კი არ შეიძლება ვინმეს აძლევდეს უფლებას სრულიად საქართველოს მასწავლებელთა საზოგადოება დამნაშავედ და მოძალადედ შერაცხოს.

ჩვენ არ ვაპირებთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადვოკატირებას, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნოთ ის დადებითი ტენდენციები, რაც ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის რეფორმის მიმართულებით ხორციელდება. მარტო ის ფაქტი, რომ პედაგოგთა რეპრესირებისათვის შექმნილი მანდატურის სამსახური გარდაიქმნა, ასევე მას დაემატა ფსიქოლოგის სამსახური, ნათლად მეტყველებს განათლების სამინისტროს ხედვებზე გადაცემა ,,პროფილში“ განხილული პრობლემების მიმართ. ობიექტურობისა და სამართლიანობის დაცვა ყველა პრობლემის გადაჭრის საწინდარია.“- აღშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42