ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გაჟრერებულ ეკონომიკურ პროექტებს დადებითად აფასებს.
როგორც ექსპერტმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნა, თუ საქარველოს ხელისუფლება გადაწყვეტილებების გაჭიანურების პრობლემას მოაგვარებს, ინვესტიციების მოზიდვა გამარტივდება.
ჩიტაძ მიესალმება იმ ფაქტსაც, რომ სომხეთი და ირანი საქართველოს გავლით სატრასპორტო კორიდორის მოწყობაზე მუშაობენ.
„ორივე ქვეყანა დაინტერესებულია განახორციელოს სავაჭრო ოპერაციები, მათ შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით. ეს ნიშნავს იმას რომ დამატებით დაიტვირთება შავი ზღვის პორტები და ამ ტვირთების გადადაგილების შედეგად ქვეყანა სატრანსპორტო შემოსავალს მიიღებს. აუცილებელია ირანის ეკონომიკური პოტენციალის გამოყენება ეკონომიკური თვალსაზრისით“ - აღნიშნა ექსპერტმა "ნიუპოსტთან" საუბრისას.
ჩიტაძე ამბობს, რომ სატრანსპორტო კორიდორის მოწყობა დადებით კონსტესტში უნდა განვიხილოთ, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება სტაბილური პოლიტიკური გარემნოს შექმნას უზრუნველყოფს.
ექსპერტის განცხადებითვე, ქართულ ეკონომიკას ის ფაქტიც წასწევს წინ, რომ ჩინეთიდან თურქეთამდე პირველი მატარებელი საქართველოს გავლით მივა.
„ამ რკინიგზის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ახალქალაქიდან თურქეთის მიმართულებით 98 კილომეტრიანი ხაზი უნდა იქნას ამოქმედებული. საქრათველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ის ტერიტორიული პოტენციალი რაც გაგვაჩნია. სატრანსპორტო პოტენციალი ნამდვილად არსებობს, მთავარია გონივრული პოლიტიკა გატარდეს. საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, ირანი ჩინეთი და სომხეთი საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. ამიტომ მსგავი ფორუმის ჩატარება მნიშვნელოვანია, თუმცა მუშაობა ამით არ უნდა დასრულდეს. ეს იდეები უნდა განხორციელდეს და მასში მნიშვნელოვანი როლი საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ითამაშოს“- განმარტა ექსპერტმა.
ჩიტაძე თვლის, რომ ანაკლიაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისა და ევროპაზე გათვლილი საექსპორტო პროდუქციის წარმოების შესაძლებლობას იძლევა.
„ნიუპოსტის“ კითხვაზე უნდა ითანამშრომლოს თუ არა რუსულ ენერგო გიგანტთან საქართველოს ხელისუფლებამ, ექსპერტმა ცალსახად თქვა, რომ ვიდაიდან „გაზპრომი“ კრემლის ინტერესების გამტარებელია ის ყოველთვის პოლიტიკურ ბერკეტად იქნება გამოყენებული.
„გაზპრომთან მოლაპარაკებები არ უნდა წარიმართოს, რადგან საქართველოს უკვე ყავს საიმედო პარტნიორი აზერბაიჯანის სახით. თუ ხელისუფლებას იმპორტის ალტერნატიული წყაროს მოძიება სურს მოლაპარალების გამართვა ირანთან არის შესაძლებელი“ - უთხრა „ნიუპოტს“ ნიკა ჩიტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






