13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ სტუდენტებს სწავლის საფასურს დაუფინანსებენ
საზოგადოება - 14:25, 15 Oct, 2015     1304
13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ 30 სტუდენტს ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ.

ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თანხა მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. როგორც ლექვინაძე განმარტავს, ეს თანხა შეადგენს 71 ათას ლარს და იგი უახლოეს დღეებში სტუდენტებს ჩაერიცხებათ.
ლექვინაძემ აღნიშნული განცხადება საკრებულოში გააკეთა, სადაც დეპუტატებს 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიში გააცნო.
ლექვინაძის ანგარიშის თანახმად, სტიქიამ 194 ოჯახი დააზარალა, 20 გარდაიცვალა, 2 პირი კი დღემდე დაკარგულად ითვლება, დაზარალდა 800-ზე მეტი ფიზიკური პირი.

ზარალი 100 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. კერძო კომპანიებისა და მოქალაქეების მიერ შემოწირულობის სახით 22 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა. ამ თანხიდან 16 მილიონი ლარი დაზარალებულების ერთჯერად დახმარებებს, საცხოვრისით უზრუნველყოფას და სხვა საჭიროებებს მოხმარდა.

ლექვინაძის ცნობით, გარდაცვლილების ოჯახებზე გაიცა 10 ათასი ლარის დახმარება.
ლექვინაძის თქმით, ამჟამად 52 ოჯახს სჭირდება საცხოვრებელი ბინა, მათგან 40-მდე ოჯახთან მიღწეულია შეთანხმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42